“ბოდიში?! არა და არასოდეს”, – ამ სლოგანით ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის წინ საპროტესტო აქცია გაიმართა.
,,რუსულმა რეჟიმმა გადაწყვიტა ქართველ ხალხს ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციისთვის ბოდიში მოგვახდევინოს
ჩვენი ვალია საქართველოს და ქართველი ხალხის ღირსება დავიცვათ. რიჟმს პასუხი უნდა გავცეთ!” – აცხადებენ აქციის მონაწილეები.
აქციაზე შეკრებილი მოქალაქეების თქმით, ბიძინა ივანიშვილის განცხადება მოღალატეობრივია.
ცნობისთვის, “ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა გორში სიტყვით გამოსვლისას ოსებისთვის ბოდიშის მოხდაზე ისაუბრა.