ბირჟაზე მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კრიპტოვალუტის – ბიტკოინის ფასმა მორიგი რეკორდი დაამყარა. ამ დროისთვის ერთი მონეტის ღირებულებამ 90 ათას დოლარს უახლოვდება. ეს კი აღნიშნული კრიპტოაქტივის არსებობის ისტორიაში დაფიქსირებული მაქსიმალური მაჩვენებელია.
ბოლო მონაცემებით, (თბილისის დროით 10:45 საათი) ერთი ბიტკოინი 89 816 დოლარია, რაც 7-დღიან ინტერვალში 29.5%-იანი ზრდაა. ამასთან, აღნიშნული კრიპტოვალუტის კაპიტალიზაცია 1.78 ტრილიონ დოლარს აჭარბებს.
ბიტკოინის და სხვა კრიპტოვალუტების ფასის ზრდა, დონალდ ტრამპის დაპირებებს უკავშირდება. როგორც ცნობილია, წინასაარჩევნო პერიოდში ტრამპი პირობას დებდა, რომ გამარჯვების შემთხვევაში ციფრული ვალუტებისთვის დღეს არსებული რეგულაციებს გაამარტივებდა.