ინტერნეტსივრცეში ვეტმანის ახალი ჩანთა გამოჩნდა.
შავ, წიგნის ფორმის ჩანთას, წითელი სახელური აქვს, მთლიანობაში მისი ფორმა ბიბლიას მოგაგონებთ, თუმცა ამ წარწერის ნაცვლად მას „ვეტმანი“ აწერია.
ვეტმანის წმინდა წიგნის ფორმის ჩანთა 1 645 ფუნტი ღირს.
შეგახსენებთ, ვეტმანი ქართველი ცნობილი დიზაინერის დემნა გვასალიას პირადი ბრენდია და ის საზოგადოებას სიახლეებით მუდმივად აკვირვებს, მოდაში კი გადატრიალებებს ახდენს.