ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში ბერი ანდრიას საქველმოქმედო ფონდის დასმა, სპექტაკლი „სიკეთის საგალობელი“ წარმოადგინა. აღნიშნული სპექტაკლი ბერი ანდრიას ნარკვევების კრებულის მიხედვით დაიდგა. დამდგმელი რეჟისორი ზაზა აღლაძე იყო.
საქველმოქმედო სპექტაკლში ფონდის შვილობილები მონაწილეობდნენ. შემოსული თანხა ,,ბედნიერი სახლის” მშენებლობას მოხმარდება.
საქველმოქმედო სპექტაკლი ქუთაისის მერიის მხარდაჭერით გაიმართა. სპექტაკლს ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.
ბერი ანდრიას საქველმოქმედო ფონდის დასი უკვე 2 წელია არსებობს და ამ ხნის მანძილზე აღნიშნული სპექტაკლი ბევრი ქალაქის სცენაზე წარადგინეს.