მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სუპერმოდელი, ბელა ჰადიდი, უკვე წლებია ებრძვის ლაიმის დაავადებას. დიაგნოზი მას 2012 წელს, 16 წლის ასაკში დაუსვეს. დაავადება არა მხოლოდ ბელას, არამედ მის ოჯახსაც აწუხებს. იგივე დიაგნოზი აქვს დედას, იოლანდა ჰადიდს, და ძმას, ანუარ ჰადიდს.
ლაიმის დაავადება არის ბაქტერიით გამოწვეული სერიოზული ინფექცია, რომელსაც ხშირად თან ახლავს დაღლილობა, სახსრების ტკივილი, მეხსიერების პრობლემები და ნერვული სისტემის დაზიანება. ბელა ჰადიდის თქმით, მან უამრავი წელი მკურნალობასა და საავადმყოფოებში გაატარა.
“ჩემს მშვენიერ ბელიტას… ამ დაავადებამ დაგვაჩოქა, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ფეხზე ვდგებით” – რას წერს და რა ფოტოებს აქვეყნებს ბელა ჰადიდის დედა
View this post on Instagram