ბაჩალიაშვილის ოჯახი გაჩერებას არ აპირებს, მშობლები უნდობლობას უცხადებენ გამოძიებას და საუბრობენ იმ გარემოებებზე რომელიც დაკარგვის დღიდან შექმნა გამოძიებამ. ოჯახი არ გამორიცხავს რომ სამართლის საძიებლად ისევ ქუჩაში მოუწიოს გამოსვლა და ითხოვს საქმეში უცხოელი ექსპერტების ჩართვას.
“როგორც გზა გადავკეტეთ, მანქანა გამოჩნდა, როგორც ფედერალები ჩავრთეთ, ეგრევე კომპიუტერი გახსნეს. გზაც გადაიკეტება და ყველაფერი იქნება. დიდი ტალღა მოვა, ესე არ გაჩერდება, მივმართავ ყველანაირ ძალას, აღარ მჯერა ამ გამოძიების” –ამბობს ჯუმბერ ბაჩალიაშვილი.
ბაჩალიაშვილების ადვოკატს პოლიციამ ამ დრომდე არ გადასცა დრონის ჩანაწერები, რომელიც, წესით, სამაშველო სამუშაოების მიმდინარეობას უნდა ასახავდეს.
“ეს ნიშნავს, რომ რაც ჩანაწერები ყოფილა დაწყებული, დრონის მიერ, ეს ჩანაწერები არ აქვთ, როგორ შეიძლება, სამძებრო სამუშაოების პერიოდში, თუ ეძებდნენ, როგორც განაცხადეს, დრონის მიერ ლოკაციები გადაღებული იყო, საქმეში არ დევს. გამოდის, რომ არ ჰქონია და როგორც განაცხადეს, ახლა ხორციელდება ჩემი შუამდგომლობის საფუძველზე გამოთხოვა ამ ჩანაწერების”-თქვა მიხეილ რამიშვილმა
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.