LIVE TV
ორშაბათი, თებერვალი 16, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

ბაღდათში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმო გამოვლინდა

დაპოსტა 2026/02/16-ში
122
ნახვა
გაზიარება

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა ქვემო ქართლში, სამეგრელოსა და იმერეთში რძის გადამამუშავებელი არარეგისტრირებული საწარმოები გამოავლინეს.

ქვემო ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ფიზიკური პირი ლ. ა.-ს (მის: გრიგოლ ხანძთელის ქ. N11, ბოლნისი) რძის გადამამუშავებელ საწარმოში ჩატარებული სახელმწიფო კონტროლის შედეგად, კრიტიკული შეუსაბამობები აღმოაჩინეს. ბიზნესოპერატორი საქმიანობდა სააგენტოსაგან მინიჭებული სავალდებულო აღიარების გარეშე და არ იყო რეგისტრირებული ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში; პროდუქტები იწარმოებოდა ტექნოლოგიური პროცესისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევით, პასტერიზაციისა და სათანადო დეზინფექციის გარეშე. სააგენტოს უფლებამოსილი პირების მიერ დაილუქა რძის შემცველი პროდუქტები, ეგრეთ წოდებული „ერბო“, „ნადუღი“, „კარაქი“,  ასევე გამოვლინდა საეჭვო წარმომავლობის რძე და აღდგენილი რძე (რძის ფხვნილი).

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარციხეში, ფიზიკური პირი ლ. ჯ. ყველს ამზადებდა არალეგალურ საწარმოში, რომელსაც არ ჰქონდა სააგენტოსაგან მინიჭებული სავალდებულო აღიარება, ასევე არ იყო რეგისტრირებული ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში. ბიზნესოპერატორმა ვერ წარმოადგინა მიკვლევადობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და არ იცავდა ეტიკეტირების მოთხოვნებს.

აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა შპს ,,თეთრი დათვიც“ სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსირში. ობიექტში გამოვლინდა კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობები – სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და ეტიკეტირების წესის დარღვევა.

გამოვლენილი დარღვევების გამო ბიზნესოპერატორები დაჯარიმდა და შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეუჩერდათ საწარმოო პროცესი.

გაზიარება49

დაკავშირებული -პოსტები

“ჩვენ, როგორც ხელისუფლება არ ვსაუბრობთ ევროპული კურსის ცვლილების შესაძლებლობაზე” – კობახიძე

თებერვალი 16, 2026
6
მთავარი

ჩვენ არ ვსაუბრობთ, როგორც ხელისუფლება კურსის ცვლილების შესაძლებლობაზე. ჩვენ კონსტიტუციაში გვაქვს ჩაწერილი, ეს ჩვენმა ხელისუფლებამ გააკეთა, რომ ევროინტეგრაცია არის ჩვენი კონსტიტუციური ამოცანა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ იმ სატელევიზიო დებატებთან დაკავშირებით განაცხადა,...

დაწვრილებითDetails

მამაკაცი მე-8 სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა

თებერვალი 16, 2026
564
მთავარი

გორში, წმინდაწყლის უბანში მამაკაცი კორპუსის მე-8 სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა. ინფორმაციას "ქართლის ამბები" ავრცელებს.  შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. როგორც ადგილზე ,,ქართლის ამბებს" უთხრეს, დაღუპულია 40 წლამდე ასაკის მამაკაცი. შსს-ს ცნობით,...

დაწვრილებითDetails

არასრულწლოვანმა სატვირთო მოიპარა – მფლობელმა ქურდობა საჯარიმო შეტყობინებით გაიგო

თებერვალი 16, 2026
42
მთავარი

გურჯაანის მუნიციპალიტეტში 13 წლის არასრულწლოვანმა სამეურნეო დანიშნულების მსხვილგაბარიტიანი მანქანა მოიპარა. ქურდობის ფაქტი, სოფელ კოლაგში ღამით მოხდა, როცა მანქანა მესაკუთრის საცხოვრებელ სახლთან იყო გაჩერებული. ავტომობილს მფლობელი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისა და ვენახში გადაადგილებისთვის...

დაწვრილებითDetails

პოლიტიკური აქტივობისთვის პირველ ჯერზე დაჯარიმებულ მეწარმე იურიდიულ პირს, პოლიტიკური აქტივობის განმეორების შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება

თებერვალი 16, 2026
5
მთავარი

პოლიტიკური აქტივობისთვის პირველ ჯერზე დაჯარიმებულ მეწარმე იურიდიულ პირს, პოლიტიკური აქტივობის განმეორების შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება. სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება როგორ იურიდიულ სუბიექტს, ასევე დარღვევაზე პასუხისმგებელ შესაბამისს ფიზიკურ პირს. ამ მიმართულებით...

დაწვრილებითDetails

საია წყლის ჭავლში შერეული ნივთიერების შედეგად დაზიანებული ადამიანების სახელით სამართალწარმოებას იწყებს

თებერვალი 16, 2026
9
მთავარი

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ცნობით, წყლის ჭავლში შერეული ნივთიერებებით დაზიანებული მოქალაქეების სახელით, საია სამართალწარმოებას იწყებს და საქართველოს პროკურატურას შესაბამისი კომუნიკაციით მიმართავს. როგორც საია-ს თავმჯდომარემ, თამარ ონიანმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, 2025 წლის...

დაწვრილებითDetails

„ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ“ – „სისხლის სამართლის კოდექსს“ ახალი მუხლი ემატება

თებერვალი 16, 2026
2
მთავარი

„სისხლის სამართლის კოდექსს“ ახალი, 316-ე პრიმა მუხლი დაემატება სახელწოდებით: “ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ“. აღნიშნული მუხლი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას შემდეგ შემთხვევაში გაითვალისწინებს: - საქართველოს მოქალაქის ან საქართველოს მოქალაქის სტატუსის არმქონე პირის...

დაწვრილებითDetails

ბათუმში წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

თებერვალი 16, 2026
56
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე - 1985 წელს დაბადებული ე.გ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, დაკავებული...

დაწვრილებითDetails

საგანგებო სიტუაციების სამსახური სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

თებერვალი 16, 2026
657
მთავარი

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, მიმდინარე წლის 31 იანვარს თბილისში, მდინარე მტკვარში გაუჩინარებული პიროვნების ძებნა-შველის ღონისძიებების ფარგლებში 16 და 17 თებერვალს დაგეგმილია ორთაჭალჰესის ხიდიდან რუსთავის მიმართულებით მტკვრის კალაპოტში წყლის დონის...

დაწვრილებითDetails

16 თებერვლის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

თებერვალი 16, 2026
279
ამინდი

16 თებერვალს, საქართველოში მოსალოდნელია უჩვეულოდ თბილი და უმეტესად მზიანი ამინდი, ზოგიერთ რეგიონში ტემპერატურა +25 გრადუსამდეც აიწევს.   ყველაზე მაღალი მაჩვენებელი +25 გრადუსი ბათუმში დაფიქსირდება, ხოლო ყველაზე დაბალი ტემპერატურა +7 გუდაურში...

დაწვრილებითDetails

16 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

თებერვალი 16, 2026
492
მთავარი

ვერძი დღეს ენერგიით სავსე იქნებით და ინიციატივის გამოჩენა მოგინდებათ. მნიშვნელოვანია, გადაწყვეტილებები არა ემოციებზე, არამედ რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით მიიღოთ.   კურო ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გმართებთ - შესაძლებელია დაუგეგმავი ხარჯები. პირად ურთიერთობებში...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».