06.12.22-ში ტარდება იმერეთის ბარმენთა ჩემპიონატი (საქართველოს ბარმენთა ჩემპიონატის შესარჩევი ტური) სასტუმრო ახალ საირმეში.
იმერეთის ბარმენთა ჩემპიონატი (საქართველოს ბარმენთა ჩემპიონატის შესარჩევი ტური) ტარდება ყოველ წელს იმერეთის ბარმენთა ასოციაციის ორგანიზებითა და საქართველოს ბარმენთა ასოციიაციის მხარდაჭერით. კონკურსის მიზანია ბარმენების კვალიფიკაციის ამაღლება.
კონკურსში მონაწილეობას იღებს 16 გამოცდილი მოქმედი ბარმენი.
ქუთაისი – 10 ბარმენი
საირმე – 3 ბარმენი
წყალტუბო – 3 ბარმენი
პირველი 3 გამარჯვებული მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ბარმენთა ჩემპიონატში, რომელიც გაიმართება 20 დეკემბერს ქალაქ თბილისში, აქ გამოვლენილი ეროვნული ჩემპიონი მსოფლიო ჩემპიონატის კანდიდატი გახდება.
კონკურსის მხარდამჭერები არიან:
საქართველოს ბარმენთა ასოციაცია
კურორტი საირმე
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
გამარჯვებულს გამოავლენს ჟიური ტექნიკური და გემოვნური მხარეების გათვალისწინებით.
დღის განრიგი:
12:00 – 15:00 კონკურსი
15:00 – 16:00 ფურშეტი
16:30 – 17:30 – დაჯილდოება