ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში დატრიალებული ტრაგედიიდან ერთი წელი გავიდა.
ღამის პირველი საათი და 46 წუთი – სოფელ ნერგეეთში დრო სწორედ ამ წამიდან გაჩერდა. შუაღამით მოვარდნილმა მეწყერმა 9 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვი იმსხვერპლა.
7 თებერვლის ღამეს სტიქიის ზონაში მოვლენები სწრაფად და ტრაგიკულად განვითარდა. მიწა მთის ფერდობზე, 30 მეტრის სიმაღლიდან მოწყდა და დაახლოებით 150 000 კუბური მეტრის მოცულობის ნაშალმა მასამ 4 სახლი მოიყოლა.
საშინელ ტრაგედიას ემხვერპლნენ რობაქიძეების ოჯახის წევრები: მამა, უფროსი ვაჟი და ტყუპი დები.

დედა-შვილი: ზოია და შურა რობაქიძეები

დედა-შვილი და ბებია: 20 წლის ნია რობაქიძე, ნიას დედა მაია ჩეჩელაშვილი და ბებია











