ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიამ, საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, მყისიერად მოახდინა მდინარე ხანისწყლის ხეობაში მცხოვრები მოსახლეობის გაფრთხილება. ასევე მეწყრული პროცესის შესახებ ინფორმაცია დროულად მიეწოდა შესაბამის სამსახურებს.მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე იმყოფებოდნენ ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი კახა ენუქიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ გიორგიძე, მერის მოადგილეები და შესაბამისი სამსახურები, როგორც სამაშველო, ასევე გარემოს დაცვისა და გეოლოგების ჯგუფები.ბოლო მონაცემებით მდინარე ხანის წყალი მოსახლეობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. გეოლოგები მეწყრულ ტერიტორიაზე აგრძელებენ მოკვლევით სამუშაოებს, დასკვნის დადების შემდე განხორციელდება სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები.- ნათქვამია განცხადებაში
“დაიბრუნე ხმა” – ქუთაისის მერიასთან გუშინ საღამოს აქტივისტების მიერ დაკრული სტიკერები გადაფხიკეს
“დაიბრუნე ხმა” – ქუთაისის მერიასთან გუშინ საღამოს აქტივისტების მიერ დაკრული სტიკერები გადაფხიკეს, თუმცა როგორც ჩანს მათი ბოლომდე გასუფთავება ვერ შეძლეს. “დაიბრუნე ხმა” – ამ წარწერით ქუთაისში, ადგილობრივი თვითმმართველობის შენობის წინ...