აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს შენობა აშენდება.
3450 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი ბაქოს ცენტრალურ უბანში, საქართველოს, საელჩოს შენობისთვის, ირაკლი კობახიძის ვიზიტის ფარგლებში გადაეცა.
ტერიტორია ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან და მთავრობის წევრებთან ერთად დაათვალიერა.
აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს შენობის მშენებლობა ახლო მომავალში დაიწყება.