ავარიას 21 წლის ბიჭი ემსხვერპლა
ქარელში მოტოციკლით ავტოსაგზაო შემთხვევას 21 წლის ბიჭი ემსხვერპლა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია „ქართლის ამბები“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ქარელის სოფელ ბებნისის ტერიტორიაზე მოტოციკლი ბორდიურს შეეჯახა. მათივე ცნობით დაწყებულია გამოძიება.









