სამტრედიაში ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები გაიფიცნენ. მათ უკევ სამი თვეა ხელფასი არ აუღიათ.
„ბანკები გვაქვს, მაღაზიებში ნისიები გვაქვს , ფულს გვთხოვენ, ჩვენ კი რა უნდა მივცეთ. დღეს ხვალ, დღეს ხვალ, ასე გვატყუებენ კომპანიის წარმომადგენლები და საშველი არაა“ – განაცხადეს მუშებმა.
სამუშაოებს აზერბაიჯანული კომპანია “GREEN WAY” აწარმოებს. ბათუმი თბილიისის დამაკავშირებელი გზის მშენებლობაზე სამტრედიაში 40-მდე მუშაა დასაქმებული. დღესვე აქცია გამართეს ბათუმში იგივე კომპანიის მიერ დაქირავებულებმაც. მათი პროტეტსის მიზეზიც ხელფასების გადაუხდელობა გახდა.