ბალდის კანიონის მცველებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ამის შესახებ განცხადებას ადგილზე მყოფი მოხალისეები ავრცელებენ. დაპირისპირების ორგანიზატორად კი ერთ-ერთ ინვესტორს ასახელებენ.
მათივე ცნობით, ადგილობრივები კონფლიქტში არ ჩაერთვნენ და ბრძოლის სამართლებრივად გაგრძელებას გეგმავენ.
როგორც ამბობენ, მოძალადეებმა კანიონის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს, თუმცა პოლიციას ადგილზე კვლავაც ელიან.
❗შეწყდეს კანიონის ჩაბეტონება!
❗მდინარე ეკუთვნის ხალხს!
#ოდაბადეარიყიდება










