ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი-რეანიმატოლოგი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას TV25.ge ავრცელებს. მედიკოსს კორონავირუსი ჰქონდა და ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კლინიკაში მკურნალობდა.
პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო და 18 ნოემბერს მისი ბინაზე გაწერა იგეგმებოდა, თუმცა მდგომარეობა დამძიმდა.
ექიმი 62 წლის იყო და წლების განმავლობაში ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მუშაობდა.










