ბათუმში, “მაგნოლიას” კორპუსიდან ახალგაზრდა, 30 წლამდე ქალი გადმოვარდა. ინფორმაციას ,,მთავარი” ავრცელებს.
გადმოვარდნის მიზეზზე არავინ საუბრობს.
თვითმხილველის თქმით, ქალი ცოცხალი იყო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანამ ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. სავარაუდოდ, ქალი 30 წლამდეა, ტურისტია და ბათუმში დასასვენებლად ჩავიდა.









