გვიან ღამით, ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე, სასწრაფოს ავტომობილი ამოტრიალდა – დაშავებულია სამი პირი. თვითმხილველები ამბობენ, რომ ისინი სასწრაფოს თანამშრომლები არიან, რომლებმაც სხვადასხვა სახის მოტეხილობა მიიღეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.










