ბათუმში, ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის ქუჩების კვეთაში სავალუტო ჯიხურის მეპატრონეს თავისა და სახის არეში ჭრილობა მიაყენეს.
არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელმა სავალუტო ჯიხურიდან თანხის წაღება ვერ შეძლო.
ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული. ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.