ბათუმში მწვანე კონცხზე ხანძარია. მომხდარის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურშიაცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.
„მწვანე კონცხზე 200 კვ.მ.-ზე ბალახს გაუჩნდა ცეცხლი. ადგილზე იმყოფება სახანძრო-სამაშველო ორი ეკიპაჟი. არ არის გავრცელების საფრთხე და არც საგანგაშოა. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. დაშავებული არავინ არ არის“, – აცხადებენ უწყებაში.









