ბათუმში, კაცი მანქანაში ბენზინს ასხამდა, პარალელურად, სიგარეტს მოუკიდა და ცეცხლი წაეკიდა. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით, ალექსანდრე ჩხაიძის ქუჩაზე მოხდა.
ავტომობილს ცეცხლი არ გასჩენია.
არსებული ინფორმაციით, მოქალაქეს მეორე ხარისხის დამწვრობა აქვს.
იგი რესპუბლიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების სამსახური და საპატრულო პოლიცია იმყოფებოდა.