ბათუმში გარყვნილი ქმედების შესაძლო ფაქტი დაფიქსირდა, რომელშიც ერთ-ერთი სკოლის რამდენიმე ბიჭი მოსწავლეა ფიგურანტი. ინფორმაციას „აჭარა თაიმსი” ავრცელებს. შემთხვევის შესახებ შეტყობინება პოლიციაში შევიდა. საქმეზე უკვე გამოკითხეს სკოლის დირექტორი და მოსწავლეების მშობლები.
დირექტორმა ნ.მ.-მ პოლიციაში მისვლის ფაქტი დაადასტურა, თუმცა დეტალების გასაჯაროებისგან თავი შეიკავა. მისი თქმით, აღნიშნული ქმედება სკოლის ტერიტორიაზე არ მომხდარა და, მისივე შეფასებით, საქმე გარყვნილ ქმედებას არ ეხება.
„ამის შესახებ შეტყობინება შესულია პოლიციაში. აღნიშნული ქმედება, რაც თქვენ მითხარით, სკოლის ტერიტორიაზე არ მომხდარა. დანარჩენი დეტალებისგან თავს შევიკავებ. მინდა აღვნიშნო, რომ ეს არ იყო გარყვნილი ქმედება,“ – აღნიშნა დირექტორმა ჩვენთან საუბრისას.
მშობლები პირად საუბრებში აღნიშნავენ, რომ შესაძლო გარყვნილი ქმედების ამსახველი ვიდეომასალა თავად მოსწავლეებმა გადაიღეს და მოგვიანებით ის გავრცელდა სოციალური ქსელების ჩატებში. შინაგან საქმეთა სამინისტროშ გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე, აღნიშნულ საკითხზე კომენტარი არ იქნება.