“ლიბერთი ბანკი” ბათუმში ფარნავაზ მეფის 62/64 მდებარე ლიბერთი ბანკის ფილიალში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. როგორც “ლიბერთიში” ამბობენ, დაზარალებულები არ არიან, ინცონდენტი კი არასამუშაო დროს მოხდა:
დღეს დილით, ბათუმში, ფარნავაზ მეფის 62/64 მდებარე ლიბერთი ბანკის ფილიალში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით, ბანკი აცხადებს, რომ ინციდენტი მოხდა არასამუშაო დროს, გამთენიისას, შესაბამისად არ არიან დაზარალებულები. წინასწარი მონაცემებით დაზიანებულია მხოლოდ ინვენტარი. ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე მიმდინარეობს გამოძიება”- წერია განცხადებაში.