ბათუმში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. დაჭრილის მამა აცხადებს, რომ შელაპარაკება მანქანის პარკირების გამო დაიწყო, რა დროსაც მის შვილს სახისა და გულმკერდის არეში ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენეს.
დაჭრილი საავადმყოფოში იმყოფება, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.