LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
აღმზრდელმა სავარაუდოდ 3 წლამდე ბავშვზე ბაღში იძალადა

ბავშვს პლასტმასის მილით ფიზიკური დაზიანება მიაყენა, აიძულა შარვლის გახდა და ამ მდგომარეობაში ქუჩაში გაუშვა – PHR

დაპოსტა 2021/10/26-ში
A A
189
ნახვა
გაზიარება

ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის ინფორმაციით, 2021 წლის მაისში ბავშვმა ხილი უნებართვოდ მოკრიფა, მეპატრონეებმა კი მას ამის გამო სიტყვიერი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, გააშიშვლეს და ქუჩაში ამ მდგომარეობაში გაუშვეს.

“PHR 12 წლის ბავშვის ინტერესებს იცავს, რომელმაც 2021 წლის მაისში ხილი უნებართვოდ მოკრიფა. ხილის ერთ-ერთმა მეპატრონემ ბავშვს პლასტმასის მილით ფიზიკური დაზიანება მიაყენა ფეხზე, ხოლო მეორემ ბავშვი ძალის გამოყენებით ჩამოიყვანა ხიდან, რამდენჯერმე გაარტყა სახეში ხელი, დაარტყა ფეხი, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ძალის გამოყენებით წელზემოთ გააშიშვლა, აიძულა შარვლის გახდა და ამ მდგომარეობაში ბავშვი ქუჩაში გაუშვა. მოზარდს სხეულზე ფიზიკური დაზიანების კვალი აღენიშნებოდა.

 

ბავშვის მშობელმა იმავე დღეს მიმართა პოლიციას და აღნიშნულ ფაქტზე დაიწყო გამოძიება. ბავშვს გაეწია სასწრაფო სამედიცინო დახმარებაც”, — ამბობენ ისინი.

 

ორგანიზაციის ინფორმაციით, მათ ბავშვის დაზარალებულად ცნობა დამამცირებელი მოპყრობის მუხლით მოითხოვეს და რამდენჯერმე მიმართეს პროკურორს.

 

“პროკურატურამ არ გაიზიარა ბავშვის ადვოკატის პოზიცია და ბავშვი დაზარალებულად ცნო მხოლოდ ერთი პირის მხრიდან ფიზიკური ძალადობის (სსკ მუხლი 126) ნაწილში, ხოლო მეორე პირის მხრიდან სავარაუდოდ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტი სამართლებრივი შეფასების მიღმა დატოვა.

 

PHR-ის წარმომადგენელმა სწორი კვალიფიკაციით ბავშვის დაზარალებულად ცნობის მოთხოვნით რამდენჯერმე მიმართა პროკურორს. პროკურორის უარი გასაჩივრდა ზემდგომ პროკურორთანაც, თუმცა უშედეგოდ. პროკურატურამ უარი განაცხადა ბავშვის მიმართ განხორციელებული ქმედებების დამამცირებელ მოპყრობად შეფასებაზე. ხოლო მილის დარტყმით მიყენებული დაზიანების ნაწილში საერთოდ არ იმსჯელა ბავშვის დაზარალებულად ცნობაზე.

 

PHR-მა ერთი პირის მხრიდან ბავშვის მიმართ დამამცირებელი მოპყრობისა და მეორე პირის მხრიდან ბავშვის მიმართ ძალადობის მუხლით დაზარალებულად ცნობის შესახებ პროკურატურის უარი სასამართლოში გაასაჩივრა”, — აცხადებს PHR.

 

მათივე ცნობით, სასამართლო გააუქმა პროკურატურის უარი სწორი კვალიფიკაციით ბავშვის დაზარალებულად ცნობის შესახებ და გორის რაიონულ პროკურატურას დაავალა ბავშვის დაზარალებულად ცნობა დამამცირებელი მოპყრობისა და ფიზიკური ძალადობის საქმეზე.

 

“საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის საუკეთესო ინტერესების პრიორიტეტულობის პრინციპისა და საერთაშორისო კანონმდებლობის საფუძველზე, ასევე, ნორმის მიზნიდან გამომდინარე, რომ პირის დაზარალებულად ცნობის შესახებ პროკურატურის გადაწყვეტილება სასამართლო კონტროლს ექვემდებარება, სასამართლომ განიხილა წარდგენილი საჩივარი და გაიზიარა ადვოკატის არგუმენტაცია, რომ სავარაუდო დამნაშავის მხრიდან ბავშვის მიმართ განხორციელებული ქმედებები, მათი ხასიათის, ინტენსივობის, ბავშვის ასაკისა და სხვა გარემოებების გათვალისწინებით, მთლიანობაში ცდებოდა ფიზიკური ძალადობის შემადგენლობას და წარმოადგენდა დამამცირებელ მოპყრობას. ხოლო მეორე პირის მხრიდან მილის დარტყმის ფაქტი შეაფასა ბავშვის მიმართ ფიზიკურ ძალადობად.

 

სასამართლომ, აგრეთვე იმსჯელა გამოძიების ხარისხსა და პროკურატურის მხრიდან გამოძიების პროცესში ბავშვის საუკეთესო ინტერესების უგულებელყოფაზე. მოსამართლემ მიუთითა, რომ მოწმე ბავშვის ადვოკატის გარეშე გამოკითხვა, არღვევს ბავშვის უფლებას და ბავშვის დაზარალებულად ცნობის პროცესში პროკურატურას უპირატესობა უნდა მიენიჭებინა ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის”, — ამბობენ ორგანიზაციაში.

 

მათივე ცნობით, ამ გადაწყვეტილებას პროკურატურა ამ დრომდე არ ასრულებს.

გაზიარება76

დაკავშირებული -პოსტები

“რატომ უნდა გაუხარდეს ვინმეს ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტა”- კახა კალაძე

by მეგა TV
ივლისი 22, 2025
0
ნაციონალური მოძრაობა ისეთ დღეშია ლევან ხაბეიშვილს იმსახურებს პარტიის თავმჯდომარედ_კახი კალაძე
მთავარი

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი იქნება. პრემიერმა თქვა, რომ მზად არის თუნდაც ბრიუსელში ჩავიდეს და მოისმინოს არგუმენტები, რა არის პრობლემა, კანონები რატომ წარმოადგენს პრობლემას - დღემდე ერთი არგუმენტი არ...

დაწვრილებითDetails

ლევან გაბედავას საძებრად ქართველების მობილიზებამ ამერიკელი პოლიციელებიც გააოცა

by მეგა TV
ივლისი 22, 2025
0
ამერიკაში, ქართველი ემიგრანტი ტყეში გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

წალენჯიხელ ლევან გაბედავას, რომელიც აშშ-ში სამუშაოს საძებრად იყო ჩასული და გაუჩინარდა, ადგილობრივი ქართველები შეუსვენებლად ეძებდნენ და საბოლოოდ, მისი ცხედარი (ლევანმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა) ნიუჯერსის ტყეში, ხეზე იპოვეს და ეს მას...

დაწვრილებითDetails

” უსამართლო გადაწყვეტილება დაანგრევს თავად ევროკავშირის სამართლიანობის პრინციპს” – ნინო წილოსანი

by მეგა TV
ივლისი 22, 2025
0
ალეკო ბერბიჭაშვილი მთელი ოპოზიციისა და მისი ფანატიკოსი აქტივისტების სახე გახდა-ნინო წილოსანი
მთავარი

იტალია, ავსტრია, თუ სხვები, კარგად ათვითცნობიერებენ, რომ უსამართლო გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით იქნება მიღებული, დაანგრევს თავად ევროკავშირის სამართლიანობის პრინციპს - ვიზალიბერალიზაციის შეჩერება სრულიად დეზინფორმაციული რიტორიკის ფონზე არის მხოლოდ და მხოლოდ მიზანმიმართული...

დაწვრილებითDetails

ელენე ხოშტარიას განცხადებით, მისი და პარტია „დროას“ ანგარიშები დააყადაღეს

by მეგა TV
ივლისი 22, 2025
0
როდის იქნება კარვები, სად დავდგებით, როდის დავდგებით, ამ ყველაფერს ბიძინა ივანიშვილი სიურპრიზად მიიღებს – ფაქტების და მტკიცებულებების ზღვა მოედინება- ელენე ხოშტარია
მთავარი

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას ინფორმაციით, მისი და პარტია „დროას“ ანგარიშები დააყადაღეს. როგორც ხოშტარია „ფეისბუქზე“ წერს, დაყადაღების შედეგად მხოლოდ „17 ლარი მოიჭრა“. „დამაყადაღენ. მეც და „დროას „ანგარიშებიც. ვაი, თქვენს პატრონს! შემოწირულობები...

დაწვრილებითDetails

ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ

by მეგა TV
ივლისი 22, 2025
0
ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ
მთავარი

სოციალურ ქსელში ახალგაზრდა ბიჭის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია ვრცელდება. როგორც განცხადების ავტორი ნიკა ბაიდაური წერს, გუშინ, დღის პირველი საათის შემდეგ ვერ უკავშირდებიან ახალგაზრდა ბიჭს. „დაიკარგა ადამიანი. გუშინ დღის პირველ  საათზე გავიდა...

დაწვრილებითDetails

ჩოხატაურში, სოფელ ზოტში ძლიერი წვიმის გამო ჩამოწოლილმა მეწყერმა 8 ოჯახთან მისასვლელი გზა ჩაკეტა

by მეგა TV
ივლისი 22, 2025
0
ჩოხატაურში, სოფელ ზოტში ძლიერი წვიმის გამო ჩამოწოლილმა მეწყერმა 8 ოჯახთან მისასვლელი გზა ჩაკეტა
მთავარი

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტში ძლიერი წვიმის გამო ჩამოწოლილმა მეწყერმა 8 ოჯახთან მისასვლელი გზა ჩაკეტა, რის გამოც ამ ეტაპზე გადაადგილება შეზღუდულია. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, მიმდინარეობს გზის...

დაწვრილებითDetails

ზოდიაქოს ნიშანი, რომელსაც კარიერული წინსვლა და მნიშვნელოვანი წარმატება ელოდება

by მეგა TV
ივლისი 22, 2025
0
08/08/2024 მნიშვნელოვანია იყოთ  ფრთხილად. „ნომერი 8 ასოცირდება ფულთან“ – რა უნდა გააკეთოთ დღეს, ბარაქა და იღბალი რომ მოიზიდოთ
მთავარი

7 აგვისტომდე პლანეტა მარსი ზოდიაქოს თითოეულ ნიშანზე განსაკუთრებულ გავლენას მოახდენს. ეს გავლენა კი ყველაზე შესამჩნევი კარიერული თვალსაზრისით იქნება. აღსანიშნავია, რომ პლანეტა მარსი ცოტახნის წინ ქალწულის ნიშანში შევიდა, სადაც 2025 წლის...

დაწვრილებითDetails

რა ხდება ამ წუთებში ბახმაროს გზაზე, სადაც ძლიერმა წვიმამ ქვა-ღორღი ჩამოიტანა

by მეგა TV
ივლისი 22, 2025
0
რა ხდება ამ წუთებში ბახმაროს გზაზე, სადაც ძლიერმა წვიმამ ქვა-ღორღი ჩამოიტანა
მთავარი

ღამის განმავლობაში მოსულმა ძლიერმა წვიმამ ჩოხატაური - ბახმაროს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზაზე ქვა - ღორღის მასა ჩამოიტანა, რამაც საავტომობილო გზაზე მოძრაობა შეაფერხა. ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები....

დაწვრილებითDetails

საქართველოდან უცხო ქვეყნის 25 მოქალაქე გააძევეს

by მეგა TV
ივლისი 22, 2025
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტისა და სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეებში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოდან უცხო ქვეყნის 25 მოქალაქის გაძევება განხორციელდა. ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: აზერბაიჯანის, ეგვიპტის,...

დაწვრილებითDetails

ზოდიაქოს 4 ნიშანს საბედისწერო შემოტრიალება და წინსვლის ბიძგი ელის

by მეგა TV
ივლისი 22, 2025
0
რომელია თქვენი ბედნიერების ფერი? – გაიგეთ თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მთავარი

მთვარისა და მერკურის ასპექტი მოგიტანთ სიცხადეს, სიმარტივეს და მოქმედების ძალას. ეს ასტროლოგიური ასპექტი ხელს უწყობს ნაცნობი საგნების ახალი კუთხით დანახვას, რაც იწვევს ცვლილებისა და წინსვლის სურვილს. ზოდიაქოს ზოგიერთი ნიშანი განსაკუთრებით...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"