LIVE TV
ხუთშაბათი, ნოემბერი 20, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

ბავშვი სოციუმიდან აუტშია, საკუთარ თავშია ჩაკეტილი. ეს კატასტროფაა – როგორ უნდა დაძლიოთ “მოუცლელი მშობლის სინდრომი”

დაპოსტა 2021/06/21-ში
79
ნახვა
გაზიარება

ნენე 2 წლისაა. ის თანამედროვე მოწყობილობებთან “მეგობრობს”. კარგად იცის, როგორ გამოიყენოს სმარტფონი ან პლანშეტი. იცის, როგორ დარეკოს, როგორ ჩართოს Youtube-ი და აირჩიოს სასურველი სიმღერა თუ ანიმაცია, როგორ დახატოს ან გაგზავნოს სმაილები Viber-ში. ბავშვის ჭამის პროცესი კი ეკრანის გარეშე თითქმის წარმოუდგენელია.

ნენეს დედა 25 წლისაა და მას უხარია, რომ ბავშვი საკმაოდ განვითარებულია და ასეთ პატარა ასაკში აპლიკაციების მართვა შეუძლია. თუმცა, ამერიკის პედიატრიის აკადემიის მონაცემების თანახმად, ეს ფაქტი სასიხარულო სულაც არაა. აღნიშნული ორგანიზაცია, რომელიც აქტიურად აქვეყნებს რეკომენდაციებს ბავშვისა და კომპიუტერული მოწყობილობების შესახებ, ურჩევს ყველა მშობელს, რომ მათ შვილებს 2 წლამდე ტექნიკურ მოწყობილობებთან შეხება არ ჰქონდეთ. მიჯაჭვულობა, რომელიც 21-ე საუკუნის გავრცელებული სენია, სწორედ ამ ასაკში იწყება და ადრეულ მოზარდობაში ყალიბდება. გადამწყვეტია, რომ მიჯაჭვულობა 5 წლამდე ასაკში არ ჩამოყალიბეს.

ექიმები Allnews.ge-სთან საუბარში აღნიშნავენ, რომ პრობლემების გამომწვევი ძირითადი მიზეზი ინფორმირებულობის დაბალი დონეა. მშობლებმა არ იციან, როგორ უნდა ჩამოაყალიბონ და მართონ ბავშვისა და ტექნიკის ურთიერთობა. ისინი უმეტესად თავად ხდებიან მიჯაჭვულები იმის ნაცვლად, რომ ბავშვებს ასაწავლონ სწორი ქცევა. ასევე, მნიშნელოვანია პედიატრის როლი, რომელიც ნაკლებად ამახვილებს ყურადღებას ამ საკითხზე და მშობლებს სწორ მიმართულებას არ აძლევს.

რეალობა კი შემდეგნაირია: ამერიკის პედიატრიის აკადემიის რეკომენდაციის თანახმად, 2 წლამდე ასაკის ბავშვისთვის საერთოდ აკრძალულია კომპიუტერთან, ტელევიზორთან, ტელეფონთან, ნებისმიერი სახის ეკრანთან ურთიერთობა. 2 წლის ზემოთ ნებისმიერი ინტერაქცია ეკრანთან არ უნდა იყოს 2 საათზე მეტი. ესეც უნდა იყოს შესვენებებით და არა გადაბმულად 2 საათი.

childsmartphone.png

უკვე მოზრდილებისთვისაც თავისუფალი დროის 2 საათზე მეტის კომპიუტერთან გატარება რეკომენდირებული არაა.

“ბავშვის ეკრანთან მიჩვევის პროცესში მშობელი აუცილებლად უნდა იყოს ჩართული. მათ ერთად უნდა უყურონ თუნდაც მულტფილმსა და საბავშვო გადაცემას. უნდა მოხდეს ემოციებისა და შთაბეჭდილებების გაზიარება. სასურველია, რომ უყურონ გადაცემებს მეცნიერებაზე, მოგზაურობაზე ან სხვა საერთო ინტერესებზე, რომელსაც ოჯახი გამონახავს და ეს არ იყოს ყურება უბრალოდ დროის გაყვანის მიზნით, როდესაც ბავშვი უამრავ უაზრო გადაცემასა თუ ვიდეოს უყურებს,” – განმარტავს პედიატრი ნინო მორჩაძე.

ოჯახებში ტელევიზორი, როგორც წესი, ცენტალურ ოთხაში ან საძინებელიშია. ამერიკის პედიატრიის აკადემიის ინფორმაციით, ბავშვის ოთხაში ტელევიზორის არსებობა სასტიკად აკრძალულია ორი მიზეზის გამო – მოწყობილობას გამოსხივება აქვს, მეორე მხრივ, მასზე წვდომა შეზღუდული უნდა იყოს. უმჯობესია ოჯახი შეთანხმდეს, რომ ტელევიზორი არა ცენტრალურ ოთხაში, არამედ სადმე სხვაგან იყოს. ტელევიზორთან ჭამა არც ერთი ასაკის ადამიანისთვისაა სასურველი.

“თანამედროვე კვლევების თანახმად, 3 წლამდე ბავშვისთვის დაუშვებელია ტექნოლოგიური მოწყობილობების გამოყენება. მულტფილმები, რომლებსაც ბავშვები უყურებენ, რეალური სამყაროსგან საგრძნობლად განსხვავდება. შედეგად, მათ სამყაროს თავისეული აღქმა უყალიბდებათ. აღარ ხდება ბუნებრივი პროცესების განვითარება. სოციალური ადაპტაციის უნარი ქვეითდება. რადგან ბავშვი უყურებს ეკრანს და მისგან უკუკავშირს არ იღებს. შესაბამისად, ის ამ მდგომარეობას ეჩვევა და თავადაც ასეთი ხდება. ანუ ბავშვს ვერბალური და არავერბალური კონტაქტის განხორციელების უნარი არ უვითარდება.

ის არ შედის ადამიანებთან კონტაქტში, როგორც მასთან კონტაქტში არ შედის ეკრანი. არ უვითარდებათ მეტყველება, არ რეაგირებენ მარტივ ინსტრუქციებზეც კი. ამ მდგომარეობას აუტისტური სპექტრის აშლილობა ქვია. ანუ ბავშვი სოციუმიდან აუტშია, საკუთარ თავშია ჩაკეტილი. ეს კატასტროფაა. თუმცა რეალობაა, დღეში 2-3 ბავშვი მაინც მოდის კონსულტაციაზე ამ პრობლემით. ის საერთაშორისო მასშტაბით აქტუალურია. ამერიკაში ამ პრობლემას “მოუცლელი მშობლის სინდრომს” უწოდებენ, – განმარტავს ექიმი-ფსიქოთერაპევტი და ევროპაში აკრედიტირებული გეშტალტთერაპევტი ლიკა თუშიშვილი.

likatushishvili-1623835258.jpg

კიდევ ერთი პრობლემა, რასაც ეკრანის დიდი ხნით ყურება იწვევს, მხედველობასთანაა დაკავშირებული. ოფთალმოლოგის რჩევით, ადამიანი მონიტორის ყურებისას 70 სანტიმეტრზე ახლოს არ უნდა იყოს. მანძილი ცოტა მცირდება ლეპტოპის შემთხვევაში. ტელევიზორთან კი სამმეტრიანი დისტანიციის დაცვაა აუცილებელი.

“ძალიან ბევრი პაციენტი მოდის მხედველობის გადაძაბვისა და დაქვეითების სინდრომით. ამას ემატება თვალების სიმშრალე. მსგავსი პრობლემით მომართვიანობა ძალიან გახშირებულია ბავშვებში. მონიტორი არამკვეთრი გამოსახულებაა. მისი განათება მეტია, ვიდრე თვალი იტანს. თვალის ხამხამიც მცირდება. თუ ნორმაში 20-ჯერ ვახმახამებთ თვალს, მონიტორთან მუშაობასას ეს მხოლოდ 5-7-ჯერ ხდება. ეს იწვევს თვალის ჩაწითლებას, სიმშრალეს, უცხო სხეულის შეგრძნებას თვალში. რადგან ცრემლის აპკი, რომელიც ოპტიკურ ფუნქციას შეიცავს, შრება და ანთებითი პროცესი იწყება. ხშირად თავის ტკივილსაც იწვევს.

ზოგ შემთხვევაში გადადის მინუსში ანუ მიოპიაში. კომპიუტერის ყურება თვალისთვის მუდმივან ანთებული ნათურის ყურებას გავს,” – განმარტავს ოფთალმოლოგი შორენა გელაშვილი.

ყველა თანხმდება, რომ ეკრანთან მიჯაჭვულობა სერიოზული პრობლემაა. თუმცა, თუ თქვენს შვილს ის უკვე ჩამოუყალიბდა, აუცილებელია, რომ მეტი აქცენტი ურთიერთობებზე გადაიტანოთ, ჩართოთ ის სპორტულ აქტივობებში, დატვირთოთ სოციალურად. მნიშვნელოვანია, რომ ამ დროს აკრძლვა სტრეს ფაქტორად არ აღიქვას ბავშვმა.

“უცებ დედამ გადაწყვიტა, რომ დიდი ხანია უყურებს და გამოურთო ტელევიზორი, არასწორი საქციელია. ჯერ უნდა შეთანხმდენენ, თუ რამდენი ხანი აქვს ყურების უფლება. უთხრას, რომ გავიდა დრო და ადექი. შეუძლია, ერთი თხოვნით გადაავადოს რამდენიმე წუთით, მერე კი უფლება აქვს გამოურთოს და ეს სტრეს ფაქტორად აღარ აღიქმება. ამ მეთოდით ბრძოლა მიჯაჭვულობასთან საფუძლიანია.

თუმცა ეს შეზღუდული დროც უნდა აკონტროლოს დედამ, თუ რას უყურებს მისი შვილი. ბავშვებში ძალიან პოპულარულია ჯეტეა და ქაუნთერი, რომელიც არ შეიძლება 18 წლამდე და თამაშს თვითონ აწერია ეს აკრძალვა. ბავშვის ფსიქიკაზე გათვლილი არ არის. თამაშები, სადაც თვითონ კლავს, მიუღებელია,” – ამბობს თუშიშვილი.

bavshvi-smartfoni.jpg

მიჯაჭვულობის პირველივე ნიშნების გამოვლენის დროს აუცილებელია სპეციალისტის – ფსიქოლოგის ჩართვა. ინდივიუდუალური ფსიქოტერაპია ბავშვებისთვის 5 წლის ასაკიდანაა შესაძლებელი.

“21–ე საუკუნეში საუბარი იმაზე, რომ ტექნოლოგიები მხოლოდ მავნე ზემოქმედების მქონეა, ზედმეტია. კარგად მართვის შემთხვევაში, მოწყობილობები და სოციალური მედია პოზიტიურ როლსაც თამაშობს ბავშვის განვითარებაში. განსაკუთრებით, ეს ეხება მოზარდობის პერიოდს. ის ხელს უწყობს კოოპერაციისა და თანამშრომლობის უნარების ჩამოყალიბებას. სასრგებლოა და უკვე ბევრი სკოლა მიმართავს ბლოგზე ან პრეზენტაციებზე მუშაობას. ეს პოზიტიური მხარე არ უნდა დაიკარგოს და განელდეს უარყოფითის გამო,” – ამბობს პედიატრი მორჩაძე.

ტექნოლოგიებით შეპყრობა მხოლოდ ბავშვების და მოზარდების პრობლემა არაა. ზრდასრულებში მთელი პასუხისმგებლობა უკვე თავად ადამიანს ეკისრება. ეს არის ჩვეულებრივი აბსტინენცის სინდრომი, ანუ დამოკიდებულბა. თუ ადამიანისთვის წინა პლანზე თამაში ან კინოების ყურებაა და ის არ დგება საჭმელად, დასაძინებლად, არეული აქვს დღე–ღამე და მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე არ ზრუნავს, უკვე ოჯახის წევრების ჩარევაა საჭირო. მას სჭირდება ფსიქოთრაპია, როგორც ნებისმიერი აბსტინენციის სინდრომს.

ტელევიზიითა და კომპიუტერით მიჯაჭვულობით გამოწვეული კიდევ ერთი ძალიან დიდი პრობლემა არის სიმსუქნე. დადგენილია, რომ ადამიანები, ვინც დიდი ხანი უყურებენ მონიტორს, მეტად ჭამენ ტკბილს, სწრაფი კვების სადილებს, ჩიფსებს.

allnews.ge

თეგები: ბავშვიმოუცლელი მშობელისინდრომისოციუმიტრაგედია
გაზიარება32

დაკავშირებული -პოსტები

შუბლის არეში დაარტყა მუშტი- მასწავლებლის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურა ინფორმაციას აქვეყნებს 

ნოემბერი 20, 2025
144
მთავარი

მასწავლებლის გიგა ავალიანის  გარდაცვალების საქმესთან დაკაშირებით პროკურატურა ინფორმაციას აქვეყნებს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია თბილისში, ზღვის უბნის დასახლებაში გიგა ავალიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების შედეგად მისი სიცოცხლის მოსპობის...

დაწვრილებითDetails

“მე რატომ არ ვიცნობ იმ დეტალებს” – გარდაცვლილი მასწავლებლის გიგა ავალიანის დედა

ნოემბერი 20, 2025
139
გიგა ავალიანის დედა
მთავარი

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე პროკურატურას ღია წერილით მიმართავს: გამწარებული დედის ღია წერილი საქართველოს პროკურატურას. მოგესალმებით! მე ვარ არასრულწლოვნების ჯგუფის მიერ მოკლული ექიმის/მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა. საქმე გახმაურებულია,...

დაწვრილებითDetails

 ქუთაისში ინოვაციური იდეების კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

ნოემბერი 20, 2025
42
მთავარი

 ქუთაისში ინოვაციური იდეების კონკურსის შეფასების პროცესი დასრულდა და ჟიურის გადაწყვეტილებით,  ორი გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა, რომელთა იდეები  ქალაქის ეკოლოგიურად მდგრად განვითარებასა და თანამედროვე ურბანული გამოწვევების გადაჭრისკენა მიმართული.  ღია კონკურსი, ჩატარდა ურბანული...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში ახალგაზრდა ქალს ეძებენ

ნოემბერი 20, 2025
743
მთავარი

INFOIMERETi-ის ინფორმაციით 10 დღეა ქუთაისში ახალგაზრდა ქალს ეძებენ. მის პირადი ნივთები გუმათჰესის წყალსაცავთან იპოვეს, თუმცა ჯერ-ჯერობით დაზუსტებული არაფერია.  საგანგებო სიტუაციების  მართვის სამსახური  სამძებრო სამუშაოებს ახორციელებს.  

დაწვრილებითDetails

რამდენ ლარად შეიძენთ დოლარს და ევროს 21 ნოემბერს

ნოემბერი 20, 2025
60
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7067 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7067 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7073 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

ქუთაისის გზაზე ავარიაში დაშავებული ახალგაზრდა კლინიკაში გაედაიცვალა

ნოემბერი 20, 2025
1.8k
მთავარი

 ქუთაისის გზაზე ავარიის დროს დაშავებული 21 წლის გიორგი ჩოკორაია კლინიკაში გარდაიცვალა - შემთხვევას გიორგის მამა, 50 წლის ბადრი ჩოკორაია, ადგილზე ემსხვერპლა  ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისის საავტომობილო გზაზე 10 დღის წინ მოხდა,...

დაწვრილებითDetails

რა პროდუქტის შეგზავნა შეგეძლებათ გიორგობას ციხეებში

ნოემბერი 20, 2025
178
მთავარი

სპეციალური პენიტენციური სამსახური გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება 20-21 ნოემბერს 09:00 საათიდან 18:00 საათამდე არის შესაძლებელი. წარმოგიდგენთ იმ კვების პროდუქტების ჩამონათვალს, რომელთა მიღების უფლებაც ბრალდებულს/მსჯავრდებულს ამანათის სახით აქვს:...

დაწვრილებითDetails

საჯარო რეესტრმა Eagle Hills საქართველოს რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებაზე უარი უთხრა

ნოემბერი 20, 2025
74
ეკონომიკა

საჯარო რეესტრმა Eagle Hills საქართველოს რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებაზე უარი უთხრა და ხარვეზების აღმოსაფხვრელად 30-დღიანი ვადა მისცა. როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, სარეგისტრაციო მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის წარმოსადგენია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილი და დამოწმებული სარეგისტრაციო...

დაწვრილებითDetails

თევზის ორ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობა გამოვლინდა – სეს

ნოემბერი 20, 2025
206
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა თევზის საწარმოებში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სეს-ს ინფორმაციით, სააგენტოს თანამშრომლებმა 200-მდე ობიექტი შეამოწმეს, საიდანაც, თბილისში, 2 საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა. 9...

დაწვრილებითDetails

ელექტროშოკური მოწყობილობა სამოქალაქო ბრუნვაში იკრძალება – ცვლილებები“ „იარაღის შესახებ“ კანონში

ნოემბერი 20, 2025
37
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ აკუსტიკური იარაღის, ელექტროშოკური და გაზის აეროზოლური მოწყობილობების ბრუნვის რეგულირებასთან დაკავშირებით, საკანონმდებლო ცვლილებები შეიმუშავა.“ „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, დღეს ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტზე იმსჯელებენ. სიახლის მიხედვით,...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».