ტელეწამყვანი ვახო სანაია სოციალურ ქსელში დეკანოზ თადეოზ სარალიძის სკდანალურ ქადაგებას ეხმაურება, სადაც დეკანოზი ბავშვების შესახებ ამბობს, რომ მთავარია ისინი პატიოსნები და ეკლესიის ერთგულები იყვნენ, ხოლო თუ ასე არ არის, სჯობია „პარაზიტი“ „პატარა მოკვდეს”.
თადეოზ სარალიძის ქადაგება
„ახლა აშინებენ, რომ ისეთი ვირუსი გამოდის, თურმე ბავშვებს უნდა დაეტაკოს. ნუ გეშინიათ, ბავშვებო, არაფერიც არ დაგეტაკებათ. თქვენ, მთავარია, ვაჟკაცები იყავით, პატიოსნები იყავით, ეკლესიის ერთგულები იყავით და ისეთი რამ გააკეთეთ, რომ ქვეყანას გამოადგეთ. თუ არა და თუ პარაზიტი იქენი, ტელეფონზე დაჯექი, შტერივით იყავი, არ სპორტში ივარგე, მაშინ არ ჯობია პატარა მოკვდეს და სასუფეველში წავიდეს, ვიდრე დიდი ვირი გაიზარდოს და უმაქნისი იყოს?”,– ამბობს დეკანოზი ქადაგებისას.
ის მრევლის წინაშე დეზინფორმაციას ავრცელებს და ამბობს, რომ ვაქცინის არგაკეთების შემთხვევაში, პენსიისა და სოციალური დახმარების მოხსნით იმუქრებიან.
„ახლა უკვე მუქარები დაიწყეს, არ გაიკეთებ აცრას, პენსიას მოგიხსნი. ჯერ რა პენსიაა? მათხოვრული პენსია, მომიხსნა და თავი ურტყან კედელზე. სოციალურს მოგიხსნი… მე სოციალური უნდა მჭირდებოდეს? მე პენსია უნდა მჭირდებოდეს, კაცო? მე ინტერვიუც მაქვს მიცემული, რახან ჭიათურის მოქალაქე ვარ და აქ ვემსახურები მაღაროელებს და ამ სისტემას, ამ მოწამლულ ქვეყანას, ათასი ევრო თვეში ერთხელ უნდა ჩამიდონ ჯიბეში. არ დამიმალია მე და მუშას რამდენი მისცეთ, მე ეს არ ვიცი-მეთქი”,– ამბობს დეკანოზი თადეოზ სარალიძე.
მეგატვ ვახო სანაიას სტატუსს, რომელიც დეკანოზის შესახებ აქვს დაწერილი უცვლელად გთავაზობთ:
„ეს გამოსალოცია, საწყალი
—
დეკანოზი თადეოზ სარალიძე:
„ახლა აშინებენ, რომ ისეთი ვირუსი გამოდის, თურმე ბავშვებს უნდა დაეტაკოს. ნუ გეშინიათ, ბავშვებო, არაფერიც არ დაგეტაკებათ. თქვენ, მთავარია, ვაჟკაცები იყავით, პატიოსნები იყავით, ეკლესიის ერთგულები იყავით და ისეთი რამ გააკეთეთ, რომ ქვეყანას გამოადგეთ. თუ არა და თუ პარაზიტი იქენი, ტელეფონზე დაჯექი, შტერივით იყავი, არ სპორტში ივარგე, მაშინ არ ჯობია პატარა მოკვდეს და სასუფეველში წავიდეს, ვიდრე დიდი ვირი გაიზარდოს და უმაქნისი იყოს?“- წერს ვახო სანაია.










