მოქალაქე დახმარეს ითხოვს . ის პოსტს ავრცელებს , რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“ადმინს ვთხოვ სასწრაფოდ დამიდასტუროს დღეს 2საათზე გამოვყევი მარშუტს ქუთაისამდე პატარა გოგონასთან ერთად რა დროსაც ჩაგვეძინა მარსუტკაში და ჩანთიდან ამომაცალეს ტელეფონი, რომლის უკანაც ჩადებული მქონდა თანხა 400 ლარი ამ თვის სიმწრით ნაგროვები ქირა, ეს არაა ყველაფერი ტელეფონში მქონდა ბავშვის ფოტოები რომელიც დამეღუპა ორი თვის წინ გაქრა ჩემი ფეისბუქიც რომელზეც ათასობით ფოტო მქონდა ჩემი შვილის, რომლისგანაც არაფერი დამრჩა თუ ადამიანი ხარ მომწერე აქ გეხვეწები გემუდარები ფოტოები გადაიტანე ფლეშკაზე და სადმე დამიტოვე გთხოვ ეგ ფული კიდე არ შეგერგება რადგან მაგის გამო ქუჩაში ვრჩები ორი წლის შვილთან ერთად არავინ გვყავს ამ ქვეყნად გამწარებულს კიდევ უფრო ნუ გამამწარებ გამოჩნდი გტხოვ”-წერს ის.