ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე, ქუთაისის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრს “ჯადოსნური სამყარო” ესტუმრა და ბენეფციარებთან ერთად არტ თერაპიულ აქტივობებში მიიღო მონაწილეობა.
ასევე დაათვალიერა გარემო, სადაც სენსორული ოთახის მოწყობა იგეგმება. აღნიშნული ღონისძიებები, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრსა და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, მერიის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.