ქუთაისში 300-მდე ოჯახს სოციალურად დაუცველის სტატუსი შეუჩერდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დახმარების მიღება, უკეთეს შემთხვევაში, ერთი თვით დაუგვიანდებათ. საკუთარი პროტესტი მათ სოციალური სააგენტოს შენობასთან დააფიქსირეს და დახმარების დაუყოვნებლივ აღდგენა მოითხოვეს. ადგილზე სხვებთან ერთად ის ადამინები იყვნენ თავმოყრილი რომლებიც თავშესაფრის არ ქონისა დამძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო სოციალურ საცხოვრისში შეასახლეს.
“ქულები ძალაშია, მხოლოდ თანხა არის შეჩერებული, ჩვეულებრივი პროცედურაა” – ნინო ჭიღლაძე