ჯანმრთელი ხარ, დაავადების მინიმალური ნიშნები გაქვს, გახველებს თუ არა, ამას მნიშივნელობა არ აქვს, პოტენციურად შესაძლებელია კორონავირუსის მატარებელი იყო, – ამის შესახებ პედიატრმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ აუცილებელია ბავშვებთან ახლო კონტაქტის შეზღუდვა.
„შეიძლება ისეთი ადამიანიც არსებობდეს, რომელსაც კორონავირუსი აქვს, მაგრამ კლინიკური გამოვლინება ნული. ამიტომ, სოციალური დისტანცირება და ყველა რეკომენდაციის დაცვა თანაბრად ყველა ადამიანს ეხება. ბავშვებთან ახლო კონტაქტის შეზღუდვა აუცილებელია“, – აღნიშნა პედიატრმა.
საქართველოში კორონავირუსი 230 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 54 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა.