LIVE TV
ხუთშაბათი, ნოემბერი 20, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

“ბაგრატის ტაძრის გარშემო აჟიოტაჟის ატეხვას პოლიტიკურად ანგაჟირებული პირთა ჯგუფი ცდილობს”

დაპოსტა 2021/12/13-ში
ქუთაისი, ბაგრატის ტაძარი / Kutaissi, Bagrati-Kathedrale (1003)

ქუთაისი, ბაგრატის ტაძარი / Kutaissi, Bagrati-Kathedrale (1003)

324
ნახვა
გაზიარება
“ბაგრატის ტაძრის გარშემო აჟიოტაჟის ატეხვას პოლიტიკურად ანგაჟირებული პირთა ჯგუფი ცდილობს
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ეხმიანება რამდენიმე ე.წ. სამოქალაქო აქტივისტის და ანგაჟირებული ტელეკომპანიების მიერ გავრცელებულ ცილისწამებას იმასთან დაკავშირებით, თითქოს ბაგრატის ტაძარში უმძიმესი მდგომარეობაა და ხელისუფლება, კერძოდ, კულტურის სამინისტრო პრობლემებს უგულებელყოფს და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს პოლიტიკური ნიშნით ანსხვავებს.
მსგავსი შინაარსის განცხადებების გაკეთება ალბათ მხოლოდ იმ ადამიანებს შეუძლიათ, ვის მიერ მოწონებული 2009-2012 წლებში ჩატარებული “სარესტავრაციო სამუშაოების” შედეგადაც ბაგრატის ტაძარი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან იქნა ამოღებული. ამ ჯგუფს, სავარაუდოდ, ისიც შეუძლია, რომ ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები რაიმე ნიშნით, მით უფრო პოლიტიკური ნიშნით განასხვავოს.
შეგახსენებთ, რომ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მიმდინარე წლის მარტში შეიქმნა.
მიმდინარე წლის 31 ივლისს კულტურის მინისტრი ეწვია ბაგრატის ტაძარს და ადგილზე გაეცნო წინა ხელისუფლების მიერ ბაგრატის ტაძრის “რესტავრაციით” გამოწვეულ პრობლემებს, რომლებიც ყოველ წელს სხვადასხვა ფორმით იჩენს თავს.
ამის შედეგად დაიგეგმა ტაძარზე კვლევითი (გეოლოგიური, ჰიდროლოგიური) და საპროექტო სამუშაოები, რათა მოხდეს ბაგრატის ტაძრის წინაშე მდგარი გამოწვევების მოგვარება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს გამოცხადებული ტენდერის საფუძველზე შერჩეული კომპანიის მიერ კვლევითი და საპროექტო სამუშაოების ჩაბარების პროცედურა. სწორედ ამის შემდეგ შედგება ბაგრატის ტაძრის წინაშე მდგარი პრობლემების აღმოფხვრის გეგმა.
შეგახსენებთ, ბაგრატის ტაძარზე 2009-2012 წლებში ჩატარებული “აღდგენითი სამუშაოების” შედეგად ძეგლზე შექმნილია ინფრასტრუქტურული პრობლემები გადახურვისა და ფასადის მიმართულებით. ლიფტის უჯრედის გადახურვისა და ტაძრის კედლებში დატანებული სარკმლების ქვედა ნიშნულზე ხდება წყლის ჩაჟონვა. ტაძრის სპილენძის სახურავიდან წვიმის დროს ჩამონადენი ნივთიერება მწვანედ ღებავს და აზიანებს ფასადის კედლებს, რაც შეძენილი მასალის უხარისხობაზე შეიძლება მიუთითებდეს.
აღსანიშნავია, რომ ბაგრატის საკათედრო ტაძრის “სარესტავრაციო სამუშაოები” წინა ხელისუფლების მმართველობის პირობებში 2009-2012 წლებში სახელმწიფოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტთან და მის მრჩეველ ორგანოებთან შეთანხმების გარეშე განხორციელდა, რასაც შედეგად მოჰყვა მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის გადაწყვეტილება ბაგრატის საკათედრო ტაძრისა და გელათის მონასტრის მსოფლიო მემკვიდრეობის საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლთა ნუსხაში შეყვანის შესახებ.
სახელმწიფოს მიერ სამუშაოების დაჩქარებულ ტემპში წარმოებამ ბაგრატის საკათედრო ტაძარი და გელათის სამონასტრო კომპლექსი 2012 წელს საბოლოოდ მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან ამოღების გარდაუვალი რეალობის წინაშე დააყენა. 2017 წელს, ქართული ოცნების მთავრობის მიერ გატარებული ქმედითი ღონისძიებების შედეგად, მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხას დამოუკიდებლად დაუბრუნდა მხოლოდ გელათის სამონასტრო კომპლექსი.”
თეგები: ბაგრატიბაგრატის ტაძარი
გაზიარება130

დაკავშირებული -პოსტები

ქუთაისში ახალგაზრდა ქალს ეძებენ

ნოემბერი 20, 2025
0
მთავარი

INFOIMERETi-ის ინფორმაციით 10 დღეა ქუთაისში ახალგაზრდა ქალს ეძებენ. მის პირადი ნივთები გუმათჰესის წყალსაცავთან იპოვეს, თუმცა ჯერ-ჯერობით დაზუსტებული არაფერია.  საგანგებო სიტუაციების  მართვის სამსახური  სამძებრო სამუშაოებს ახორციელებს.  

დაწვრილებითDetails

რამდენ ლარად შეიძენთ დოლარს და ევროს 21 ნოემბერს

ნოემბერი 20, 2025
34
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7067 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7067 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7073 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

ქუთაისის გზაზე ავარიაში დაშავებული ახალგაზრდა კლინიკაში გაედაიცვალა

ნოემბერი 20, 2025
1.1k
მთავარი

 ქუთაისის გზაზე ავარიის დროს დაშავებული 21 წლის გიორგი ჩოკორაია კლინიკაში გარდაიცვალა - შემთხვევას გიორგის მამა, 50 წლის ბადრი ჩოკორაია, ადგილზე ემსხვერპლა  ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისის საავტომობილო გზაზე 10 დღის წინ მოხდა,...

დაწვრილებითDetails

რა პროდუქტის შეგზავნა შეგეძლებათ გიორგობას ციხეებში

ნოემბერი 20, 2025
117
მთავარი

სპეციალური პენიტენციური სამსახური გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება 20-21 ნოემბერს 09:00 საათიდან 18:00 საათამდე არის შესაძლებელი. წარმოგიდგენთ იმ კვების პროდუქტების ჩამონათვალს, რომელთა მიღების უფლებაც ბრალდებულს/მსჯავრდებულს ამანათის სახით აქვს:...

დაწვრილებითDetails

საჯარო რეესტრმა Eagle Hills საქართველოს რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებაზე უარი უთხრა

ნოემბერი 20, 2025
55
ეკონომიკა

საჯარო რეესტრმა Eagle Hills საქართველოს რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებაზე უარი უთხრა და ხარვეზების აღმოსაფხვრელად 30-დღიანი ვადა მისცა. როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, სარეგისტრაციო მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის წარმოსადგენია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილი და დამოწმებული სარეგისტრაციო...

დაწვრილებითDetails

თევზის ორ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობა გამოვლინდა – სეს

ნოემბერი 20, 2025
163
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა თევზის საწარმოებში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სეს-ს ინფორმაციით, სააგენტოს თანამშრომლებმა 200-მდე ობიექტი შეამოწმეს, საიდანაც, თბილისში, 2 საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა. 9...

დაწვრილებითDetails

ელექტროშოკური მოწყობილობა სამოქალაქო ბრუნვაში იკრძალება – ცვლილებები“ „იარაღის შესახებ“ კანონში

ნოემბერი 20, 2025
30
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ აკუსტიკური იარაღის, ელექტროშოკური და გაზის აეროზოლური მოწყობილობების ბრუნვის რეგულირებასთან დაკავშირებით, საკანონმდებლო ცვლილებები შეიმუშავა.“ „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, დღეს ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტზე იმსჯელებენ. სიახლის მიხედვით,...

დაწვრილებითDetails

წიწაკის სპრეის იმპორტი და შეძენა ნებართვას დაექვემდებარება – ცვლილებები „იარაღის შესახებ“ კანონში

ნოემბერი 20, 2025
11
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ აკუსტიკური იარაღის, ელექტროშოკური და გაზის აეროზოლური მოწყობილობების ბრუნვის რეგულირებასთან დაკავშირებით, საკანონმდებლო ცვლილებები შეიმუშავა.“ „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, დღეს ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტზე იმსჯელებენ. სიახლის მიხედვით,...

დაწვრილებითDetails

გავრცელდა არასწორი ინტერპრეტაციები თითქოს, ეს არის დაახლოებით, ციხის მსგავსი დაწესებულება, პირდაპირ გერმანული მოდელის ანალოგი გადმოვიტანეთ – ალექსანდრე დარახველიძე

ნოემბერი 20, 2025
49
მთავარი

გავრცელდა არასწორი ინტერპრეტაციები იმასთან დაკავშირებით, თითქოს, ეს არის დაახლოებით, ციხის მსგავსი დაწესებულება და ა.შ. - მინდა, საზოგადოება დავარწმუნო, რომ ეს მოდელი ევროპაში ძალიან აქტიურად გამოიყენება - პირდაპირ გერმანული მოდელის ანალოგი გადმოვიტანეთ,...

დაწვრილებითDetails

21 წლის ქალი მეუღლესა და მამამთილს ძალადობაში ადანაშაულებს

ნოემბერი 20, 2025
118
მთავარი

ზუგდიდში, 21 წლის ქალი მეუღლესა და მამამთილს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სამართალდამცველებმა მომხდართან დაკავშირებით ორივე პირი, მამამთილი და მისი შვილი, გუშინ დააკავეს. რაც შეეხება თავად...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».