ახმეტაში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა. შემთხვევა გვიან ღამით სოფელ მატანთან მოხდა.
ერთ-ერთი ვერსიით, ორი მსუბუქი მანქანის შეჯახების შედეგად სამი ადამიანი მძიმედ დაშავდა. სამივე მათგანი თელავის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ერთი მათგანის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
გარდაცვლილია 50 წლამდე გებიშ ხანგოშვილი, რომელიც პანკისის უხუცესთა საბჭოს წევრის ხასო ხანგოშვილის შვილია. შემთხვევის ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული.