რამდენიმე დღის წინ იმერეთში ორი სამხედრო სიცოცხლე ტრაგიკულად დასრულდა.
7 ნოემბერს სიმონეთში, დასავლეთ სარდლობის ქვედანაყოფების საველე ბანაკში სამხედრო გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, 22 წლის ახალგაზრდა სროლის სწავლებებს გადიოდა, რა დროსაც ის საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა.
როგორც “მეგა ტვ”-ს წყარო უყვება ახალგაზრდა ბიჭი გარდაცვლილი იარაღის საწყობში იპოვეს, მას ტყვიით თავის ქალა ჰქონდა დაზიანებული.
გამოძიებამ უნდა დაადგინოს, იყო ეს უბედური შემთხვევა, თუ სუიციდი.
12 ნომებერს სიცოცხლე ტრაგიკულად დაასრულა ამავე, მე-3 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურემ. მომხდარზე გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო.
როგორც “მეგა ტვ”-სთვის გახდა ცნობილი გარდაცვლილი ჯარისკაცები ახლობლები იყვნენ, მათ ნათესაური კავშირი ჰქონდათ.