“რადიო თავისუფალი ევროპის/რადიო თავისუფლების” (RFE/RL) რედაქტორი ბრიუსელიდან, რიკარდ იოზვიაკი, ავცელებს ინფორმაციას, რომ დღეს უკრაინა და მოლდოვა იღებენ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, საქართველო კი არა.
მისი ინფორმაციით, საქართველოს წაეყენება პირობები, რომელთა დაკმაყოფილების შეთხვევაში შეიძლება მომავალში მიიღოს სტატუსი.
“ევროკომისია წინასწარ შეთანხმებამდე მივიდა: ახლა უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი დაკმაყოფილდეს, შემდეგ კი წაყენებული პირობები საქართველომ უნდა დაკმაყოფილოს. პირობებს საქართველოსთვის როგორ მიიღოს შანსი გახდეს კანდიდატი. ლიდერები მომავალ კვირას #EUCO-ზე შეკრებაზე განიხილავენ” – წერს რიკარდ იოზვიაკი.
2017 წლის 1-ელ მარტს იოზვიაკმა ზუსტად დაწერა, რომ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭების და შეჩერების მექანიზმის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებას ხელი მოაწერეს.
ჟურნალისტი ცნობილია იმით, რომ წინასწარ ფლობს ევროპარლამენტში მისაღებ გადაწყვეტილებებზე ინსაიდერულ ინფორმაციას.










