LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ახლაც დანის პირზე დავდივარ-გიორგი კეკელიძე

ახლაც დანის პირზე დავდივარ-გიორგი კეკელიძე

დაპოსტა 2023/03/21-ში
A A
73
ნახვა
გაზიარება

“ჩემი ბრალია, ამ თემაზე მსუბუქი ხუმრობებით და დროგამოშვებითი ირონიზირებით, შვიდდღიანი უბინძურესი, ორგანიზებული კამპანიის თითო-ოროლა ტროლთან ბრძოლად წარმოჩინება, რასაც ლოგიკურად მოყვება თქვენი რჩევაც: ნუ მიაქცევ ყურადღებას, არ არიან შენი პასუხის ღირსი. არც თქვენ ხართ გულუბრყვილო და არც მე – ეს სერია, რომელიც დაუჯერებელ ცილისწამებათა კასკადს ეფუძნება, ჩემი სუიციდის მცდელობის მიზეზის ათასგვარი ვერსიის საკუთარი წრეებისთვის შესაღებას (როცა ყველამ ცხადად იცის რეალური – უმძიმესი დეპრესია), ამაზე მთელი გადაცემების, სტატუსების, სტატიების მომზადებას და მოძღვნას მხოლოდ ერთი მიზეზი აქვს – ჩემი ,,გაშავება” და ნიადაგის მომზადება, ჩამოვშორდე აქტიურ საქმიანობას.

პერსონალური თემების კომიკურობამ რომ ვერ გაამართლა, დღეს, შესაბამისი მედიით გაშუქდა ,,ახალი თემა” – ეროვნული ბიბლიოთეკა საშინელ დღეშია და მისი კეპკიანი დირექტორი, გუშინწინ რომელიღაც პარტიის ვიღაც წევრის მიერ ,,ფაშისტ ვირიშვილად” და კიდევ სხვის მიერ ,,ერის უმთავრეს სირცხვილად” წოდებული, კიდევ ვიღაც ლიბერალებს ეხმარება თუ რაღაც ამდაგვარი ბოდვა. როგორ დღეშია ეროვნული ბიბლიოთეკა – მოდი, დაძებნეთ, მოქმედი, წინა, იმისწინა და კიდევ წინა პარლამენტის თავმჯდომარეების სიტყვები, ვიცე-სპიკერების გამოსვლები ან ახლა ჰკითხეთ, ჰკითხეთ პარლამენტარებს ყველა პარტიიდან, რვა დღის წინ რომ დითირამბებს მიძღვნიდნენ. ჰკითხეთ. მაგრამ შეიძლება ახლა სულაც დამუნჯდნენ – ვერაფერს გეტყვით. სულ მცირე იმავე მედიის პროდიუსერებს და ჟურნალისტებს ჰკითხეთ. როგორ შეიძლება მხარედ ყოფნის განცდამ ასე ჩამოგშალოს, ასე ყველაფერზე აგაღებინოს ხელი.

ყოველდღიურად, ვითომ კეთილმოსურნე ასობით ადამიანი, სპეციალური დავალებით, მაჩვენებს ახალ ამაზრზენ ცილისწამებას, კგბ-შნიკური ფანტაზიით შეთითხნილს და მაქეზებს – გამოეპასუხე. მე ვდუმვარ და მხოლოდ ზოგადი წერილებით შემოვიფარგლები. ვცდილობ, ღირსეულად გავუძლო ამ გამოწვევას, ისე გავყვე, რომ არავინ გავლანძღო, არც უადგილო დუმილისთვის დავამუნათო ვინმე, ვიდგე ჩემს უამრავ გულშემატკივართან ერთად (რომელთა ეს მხურვალე სიყვარული არ დამიმსახურებია) და ვიბრძოლო.

არაერთმა აიტანა საშინელი ტალახი, მაგრამ წარმოდგენაც კი გაგიჭირდებათ, რისი მოთმენა მიხდება მე. და მიუხედავად იმისა, რომ უდიდესი ჯოჯოხეთი გამოვიარე ბოლო წელია და ბრძოლაც რეალურად ამ ჯოჯოხეთში ჩემს შესაბრუნებლად მიდის, ვაცნობიერებ, რომ საჯარო პირი ვარ და სახალხო თემაზე პოზიციის გამოთქმა, აუცილებლად იგულისხმებს პასუხს, თუნდაც სრულიად ამაზრზენს და არადაეკვატურს. არადა მსუბუქად რომ ვთქვათ, რა მოხდა – ვთქვი, ევროპა გვინდა-მეთქი და სტიპენდია დავნიშნე. ლოგიკურად, თავდამსხმელების დასაკმაყოფილებლად, ალბათ ფული უნდა წამეგლიჯა ვინმესთვის და რუსეთი მინდა-თქო უნდა მეთქვა. არ ვიცი. ფაქტია, რომ ამ ორ გადაწყვეტილებას დიდი და გააფთრებული პროპაგანდა მოჰყვა ჩემს წინააღმდეგ და მოკლედ, უკვე ცხადად ვხვდები, ეს არის ღირებულებათა ბრძოლა.

ყველამ იცის – მე არც ნაცი ვარ, არც ქოცი. იცის, მაგრამ ზოგს არ აწყობს. არ მიზიდავს პარტიული პილიტიკა, არც არასდროს იქნება ეგ ჩემი ვნება, მაგრამ იცის ისიც, რომ არასდროს გადავუხვევ ჩემს პრინციპებს. შევეწირები? შევეწირო. ახლაც დანის პირზე დავდივარ, მაგრამ ეს არის ჩემი არჩევანი. ვერავის დავავალებ მხარდაჭერას – ესეც მათი არჩევანია – თან ქვეყანა წალეკა სასარგებლო იდიოტების ზვავმა. უფრო თქვენი იმედი მაქვს, ხალხის, რომელთა შორისაც მე ვცხოვრობდი ეს წლები და ხან აქეთ მიწვდიდნენ დახმარების ხელს, ხან მე ვუწვდიდი. ჩვენ მოვიგებთ ამ ბინძურ ომს” | წერს გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში

გაზიარება29

დაკავშირებული -პოსტები

ჩამომართვეს რუსთაველის პრემია,უფრო სწორად ბიძინა ივანიშვილმა დამიყადაღა – პაატა ბურჭულაძე

by მეგა TV
ივნისი 27, 2025
0
“გუშინ „პირველი მერცხალი გამოჩნდა“ მოსამართლეებში, ვინც სამართლიანი გადაწყვეტილება გამოიტანა”- პაატა ბურჭულაძე
მთავარი

ახლა მოხდა ჩემთვის ძალიან მტკივნეული რამ, ჩამომართვეს რუსთაველის პრემია, - ამის შესახებ ოპერის მომღერალი პაატა ბურჭულაძე ვიდეო-მიმართვაში აცხადებს.   პაატა ბურჭულაძის განცხადებით, რუსთაველის პრემია მას „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა...

დაწვრილებითDetails

სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ნინო დათაშვილისთვის პატიმრობის გამოყენების შესახებ

by მეგა TV
ივნისი 27, 2025
0
სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ნინო დათაშვილისთვის პატიმრობის გამოყენების შესახებ
მთავარი

სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ნინო დათაშვილისთვის პატიმრობის გამოყენების შესახებ. ამის შესახებ განცხადებას „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ავრცელებს.   განცხადების თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მსგავსად,...

დაწვრილებითDetails

ემიგრაციიდან ახლი დაბრუნებული გოგო ტრაგიკულად დაიღუპა

by მეგა TV
ივნისი 27, 2025
0
ემიგრაციიდან ახლი დაბრუნებული გოგო ტრაგიკულად დაიღუპა
მთავარი

გორში გარდაიცვალა ახალგაზრდა ქართველი ემიგრანტი ნინო ბოლაშვილი, რომელიც იტალიიდან ახალი დაბრუნებული იყო. ნინო, იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისთვის, კარგად იყო ცნობილი თავისი საქმიანობიდან (წარმოადგენდა საემიგრაციო და ფისკალური მომსახურების ორგანიზაციას GEO HOUSE,...

დაწვრილებითDetails

საქართველოში მოსახლეობის ბოლო აღწერის სტატისტიკა გაყალბებულია – რომან გოცირიძე

by მეგა TV
ივნისი 27, 2025
0
რა არის საჭირო რომ ევროპაში საშუალო ფენას მიეკუთვნებოდეთ
მთავარი

„საქართველოში მოსახლეობის ბოლო აღწერის სტატისტიკა გაყალბებულია“ - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, პოლიტიკოსი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.   მისი თქმით, საქსტატის დათვლით, 2014-2024 წლებში საქართველოს მოსახლეობა გაზრდილია 200...

დაწვრილებითDetails

ერთ კვირაში ამდენი პოლიტპატიმარი არათუ საქართველოში, არამედ ძალიან ცოტა ქვეყანას თუ ახსოვს – სალომე ზურაბიშვილი

by მეგა TV
ივნისი 27, 2025
0
“ადგილი ჰქონდა წინასწარ ორგანიზებულ ძალადობას, საჩივარი შევიტანე, გამოძიება მოვითხოვე” – სალომე ზურაბიშვილი
მთავარი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ის კვირას, 29 ივნისს დაგეგმილ საპროტესტო აქციას შეუერთდება.   როგორც მან აღნიშნა, „მნიშვნელოვანია, რომ ამ დღეს საპროტესტო აქციაზე გავიდეს ყველა - პარტიის წევრები, აქტივისტები,...

დაწვრილებითDetails

მთავარი ასპარეზი, სადაც ქართველმა შეიძლება უმაღლეს დონეზე აწიოს ქართული დროშა და გააჟღეროს ქართული ჰიმნი არის სწორედ სპორტი – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
ივნისი 27, 2025
0
” იმედი მაქვს, ნაკლებად ვიხილავთ ევროპელი ბიუროკრატების მხრიდან თავდასხმას ქართულ სახელმწიფოზე” – ირაკლი კობახიძე
მთავარი

ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა და შესაბამისად, დიდ ომებს ჩვენ ვერ მოვიგებთ. არც გვინდა ჩავერთოთ, არც დიდ და არც პატარა ომებში. ასეთ ვითარებაში, მთავარი ასპარეზი, სადაც ქართველმა შეიძლება უმაღლეს დონეზე აწიოს...

დაწვრილებითDetails

რუსეთი ქვეყანაში შესვლის წესებს ცვლის

by მეგა TV
ივნისი 27, 2025
0
საქართველოდან ივლის-სექტემბერში 14 ათასით მეტი რუსეთის მოქალაქე გავიდა, ვიდრე შემოვიდა
მთავარი

რუსეთი 30 ივნისიდან ექსპერიმენტს იწყებს, რომლის ფარგლებშიც ქვეყანაში უვიზო რეჟიმით შესულ უცხო ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეებს წინასწარ სთავაზობენ, რეგისტრაციის პროცედურა იდენტიფიკაციისა და აუთენტიფიკაციის ერთიან სისტემაში გაიარონ და რუსეთში შესვლაზე...

დაწვრილებითDetails

სავსებით რეალურია, 2028 წელს საშუალო ხელფასმა ქვეყანაში 3 500 ლარს მიაღწიოს – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
ივნისი 27, 2025
0
რამდენი ადამიანი იღებს 9 000 ლარზე მეტ ხელფასს საქართელოში
ეკონომიკა

,,სავსებით რეალურია, 2028 წელს საშუალო ხელფასმა ქვეყანაში 3 500 ლარს მიაღწიოს,“ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ საუბრისას განაცხადა.   „მინდა შეგახსენოთ, როგორია ჩვენი მიზნები...

დაწვრილებითDetails

იმერეთის მოსახლეობა ბოლო 10 წელიწადში 5%-ით შემცირდა

by მეგა TV
ივნისი 27, 2025
0
თბილისი 1 201.8 , იმერეთი 466.6 ადამიანი |  მოსახლეობის რიცხოვნობა რეგიონების მიხედვით
მთავარი

აღწერიდან აღწერამდე საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა 5.3%-ით, 200 196 ადამიანით გაიზარდა. თუ 2014 წელს ჩატარებული მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგად ქვეყანაში სულ 3 713 804 ადამიანი ცხოვრობდა, 2024 წლის აღწერით ეს რაოდენობა...

დაწვრილებითDetails

ვერავის მივცემთ საშუალებას, გარედან, გაუმჭვირვალედ დააფინანსონ პრონარკოტიკული კამპანიები ჩვენს ქვეყანაში, წაახალისონ მარიხუანის, კლუბური ნარკოტიკის მოხმარება – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
ივნისი 27, 2025
0
ახალი პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იქნება
მთავარი

ნარკოტიკული დანაშაულის მიმართ ვიქნებით აბსოლუტურად შეურიგებლები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.   პრემიერის თქმით, ხელისუფლება ვერავის მისცემს საშუალებას, გარე დაფინანსებით, გაუმჭვირვალედ დააფინანსონ პრონარკოტიკული...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"