ავარია ახალციხე-ასპინძის გზაზე რეგიონული გამოცემა “სამხრეთის კარიბჭის ” ცნობით, ერთმანეთს ტრაილერი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახნენ, რი შედეგად დაშავდა ორი ადამიანი, მათგან ერთი კლინიკაში გადაიყვანეს, მეორემ კი უარი განაცხადა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276–ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.










