30 მარტს , ახალციხეში, 9 აპრილის ქუჩაზე 10 წლამდე ბავშვი მეხუთე სართულიდან გადმოვარდა – ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.
დაშავებული ჯერ ახალციხის კლინიკა “იმედში” შეიყვანეს, ახლა კი კატასტროფის ბრიგადას თბილისში გადაჰყავს.
მოზარდის მდგომარეობა ამ ეტაპზე მძიმეა და იმყოფება მართვით სუნთქვაზე.