LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ტრეფიკინგის ფაქტზე დაკავებული დედა, ორი ექიმი და კიდევ 4 პირი გირაოს სანაცლოდ გაათავისუფლეს

ახალშობილის გაყიდვის საქმეზე ბრალდებული დედა აცხადებს, რომ ბავშვის გაშვილება სურდა

დაპოსტა 2020/02/13-ში
A A
191
ნახვა
გაზიარება

ახალშობილის გაყიდვის საქმეზე ბრალდებული დედა ირმა მაისურაძე აცხადებს, რომ ბავშვის გაშვილება სურდა, ვინაიდან მისი გაზრდის მატერიალური საშუალება არ ჰქონდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით დეტალებზე ირმა მაისურაძის ადვოკატი ნათელა ჩერქეზია „ინტერპრესნიუსთან“ საუბრობს.

როგორც ჩერქეზია აცხადებს, ბავშვის მყიდველები ოპერატიული მუშაკები იყვნენ და ფულის გადაცემის ფაქტი არ მომხდარა.

„ბავშვის გაშვილება იმის გამო სურდა, რომ მის გასაზრდელად მატერიალური საშუალება არ ჰქონდა. ყველაზე კარგი, რაც მოხდა არის ის, რომ ბავშვი დაიბადა და აბორტი არ გაკეთდა. ეს აჟიოტაჟი ცოტა უხერხულ სიტუაციას ქმნის, ბავშვი ცოცხალია“, – აცხადებს ადვოკატი.

რაც შეეხება იმას, რომ ბავშვის დედა, სწორედ ახალშობილის გაყიდვის საქმეზეა ბრალდებული, ადვოკატი განმარტავს, რომ მყიდველები ოპერატიული მუშაკები იყვნენ და ბავშვი არ გაყიდულა. მისივე თქმით, ბავშვის გაყიდვის სპექტაკლი დაიდგა და სინამდვილეში „ბავშვი არ გაყიდულა“.

„ვის რა ინტერესები ჰქონდა, რა, როგორ იყო, არავინ იცის. თუკი, შეთავაზება იყო, რომ ბავში გარკვეულ თანხად გაყიდულიყო, არ გაყიდულა. ფინანსური დაინტერესება საბოლოო ჯამში, რეალიზებული არ არის და ამ სქემაზე საუბარი ახლა ცოტა უხერხულია“, – აცხადებს ბრალდებული დედის ადვოკატი.

კითხვაზე, თუ ვისგან იყო ბავშვის გაშვილების შეთავაზება ფულის სანაცვლოდ, ადვოკატი პასუხობს, რომ ეს დადგენილი არ არის.

„ჯერ არ ვიცით ვისგან იყო შეთავაზება, მაგრამ ფაქტია, რომ ბავშვის მყიდველი ფაქტობრივად არ არსებობს, ესენი არიან ოპერატიული სამსახურის თანამშრომლები.

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს აღიარებს იმ ნაწილში, რომ ბავშვის გაზრდა არ შეუძლია, რადგან ოჯახი მატერიალურად შეჭირვებულია, მას კიდევ ჰყავს ერთი შვილი“, – აცხადებს ჩერქეზია.

რის სანაცვლოდ დათანხმდა ირმა მაისურაძე შვილის გაშვილებას, ადვოკატი აცხადებს, რომ ეს დადგენილი არ არის და მისი დაცვის ქვეშ მყოფი ამასთან დაკავშირებით არაფერს ამბობს. რაც შეეხება იმას, საქმეში მოიპოვება თუ არა ექიმების წინააღმდეგ ბავშვის დედის ჩვენება, ადვოკატი აცხადებს, რომ ექიმების წინააღმდეგ არის ბრალდება, მაგრამ მტკიცებულებები ჯერ გამოკვეთილი არ არის.

„სულ რაღაც 2 დღის ამბავია და ასე ხელაღებით ექიმების დადანაშაულება რთულია. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არავის ადანაშაულებს, ადანაშაულებს მხოლოდ თავის გაჭირვებულ ცხოვრებას. ექიმმა შეიძლება ის უთხრა, იქნებ გააჩინო ბავშვი, გაზარდოო. როცა მიხვდა, რომ ვერ გაზრდიდა, გაშვილება მოიფიქრა. ის, რომ ექიმების შეთავაზებით მომხდარიყო ბავშვის გაყიდვა, ასეთი რამ არ ყოფილა. ჩემ დაცვის ქვეშ მყოფს არავითარი თანხა არ აუღია“, – აცხადებს ადვოკატი.

ადვოკატი ასევე საუბრობს იმ ხარვეზებზე, რომელიც შვილად აყვანის შესახებ კანონმდებლობაშია.

„ბავშვის გაშვილების და შვილად აყვანის კანონი ცოტა უნდა შეიცვალოს, სხვანაირად უნდა იყოს ეს მოგვარებული, ეს დანაშაულად არ უნდა გადაიქცეს და ტრეფიკინგს არ უნდა გაუთანაბრდეს“, – აცხადებს ირმა მაისურაძის ადვოკატი.

გაზიარება89

დაკავშირებული -პოსტები

თერჯოლაში მოქალაქეებს მათ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს იძულებით ჩამოართმევენ

by თამარა ქავთარაძე
მარტი 14, 2026
0
თერჯოლაში მოქალაქეებს მათ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს იძულებით ჩამოართმევენ
მთავარი

თერჯოლაში მოქალაქეებს მათ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს იძულებით ჩამოართმევენ. ეკონომიკის მინისტრის ბრძანების თანახმად, ექსპროპრიაცია განხორციელდება 34 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, რომელსაც 4 თანამესაკუთრე ჰყავს. დოკუმენტით ირკვევა, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი ექცევა...

დაწვრილებითDetails

რას ამბობს ირაკლი კობახიძე თორნიკე რიჟვაძეზე

by მეგა TV
მარტი 14, 2026
0
რას ამბობს ირაკლი კობახიძე თორნიკე რიჟვაძეზე
მთავარი

მე მაქვს თორნიკესთან დაკავშირებით ინფორმაცია, მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით - მადლობა ღმერთს, ის არის კარგად,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით...

დაწვრილებითDetails

4 მძიმე გადაცდომა იყო, სამწუხაროდ, ვერც ერთ შემთხვევაში, ჯერჯერობით იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
მარტი 14, 2026
0
” იმედი მაქვს, ნაკლებად ვიხილავთ ევროპელი ბიუროკრატების მხრიდან თავდასხმას ქართულ სახელმწიფოზე” – ირაკლი კობახიძე
მთავარი

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლების მხრიდან დანაშაულებრივი გადაცდომის 3-4 შემთხვევა იყო, თუმცა, მათი იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა. კობახიძემ აღნიშნულ შემთხვევებში ახსენა მათ შორის, დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ლევან ხაბეიშვილის, ასევე ჟურნალისტ...

დაწვრილებითDetails

რა ვითარებაა კურსებში – გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
მარტი 14, 2026
0
სტიქია სოფელ კურსებში – ფოტორეპორტაჟი
მთავარი

სოფელ კურსებში განვითარებულ მეწყრულ პროცესებტან დაკავშირებით გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს. "გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელი კურსებში რჩებიან და როგორც სტიქიის ზონაში, ისე მის მიმდებარე ტერიტორიებზე ადგილზე სწავლობენ...

დაწვრილებითDetails

“მძინარე ჩაცხრილეს ცოლის თვალწინ”- სასტიკი მკვლელობა დუშეთში

by თამარა ქავთარაძე
მარტი 14, 2026
0
“მძინარე ჩაცხრილეს ცოლის თვალწინ”- სასტიკი მკვლელობა დუშეთში
მთავარი

მკვლელები ადგილობრივები, დუშელები არიან - აკო გოგოლაური და ტარიელ ვერძეული. ამბობენ, რომ მკვლელებს და მოკლულს ადრე ჰქონდათ ერთმანეთში კონფლიქტი, ოღონდ, რას უკავშირდება არ ვიცით. მეგობრები ყოფილან და რას უკავშირდება დაპირისპირება,...

დაწვრილებითDetails

ერთი პატარა საოცრად თბილი და სიყვარულით სავსე მეგობარი მყავდა – გარდაიცვალა სკოლის მოსწავლე

by მეგა TV
მარტი 14, 2026
0
ერთი პატარა საოცრად თბილი და სიყვარულით სავსე მეგობარი მყავდა – გარდაიცვალა სკოლის მოსწავლე
მთავარი

106-ე სკოლა სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. გარდაიცვალა მე-8 კლასელი ნინო ჯიხაია. როგორც ცნობილია გოგონა სიმსივნეს ებრძოდა. "უდიდესი ტკივილითა და სევდით ვემშვიდობებით ჩვენი სკოლის მე-8 კლასის გამორჩეულ მოსწავლეს – ნინო...

დაწვრილებითDetails

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

by თამარა ქავთარაძე
მარტი 14, 2026
0
თოვლი, ძლიერი ქარი, შტორმი- სინოპტიკოსები ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს. „15 მარტს კოლხეთის დაბლობზე და ზემო იმერეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელია აღმოსავლეთის ძლიერი ქარი, დროგამოშვებით 25-28 მ/წმ-მდე გაძლიერებით. 16 მარტს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია ნალექი, მაღალმთიან...

დაწვრილებითDetails

სტიქია სოფელ კურსებში – ფოტორეპორტაჟი

by მეგა TV
მარტი 14, 2026
0
სტიქია სოფელ კურსებში – ფოტორეპორტაჟი
მთავარი

საერთოდ სხვა რეალობაა დღეს, უარესი სიტუაციაა - წერს სოციალურ ქსელში მარიამ ბეროძე და სოფელ კურსებში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს. მარიამ ბეროძე ერთ-ერთია იმათგან, ვის ოჯახსაც სტიქიის გამო საკუთარი სახლის დატოვება მოუწია....

დაწვრილებითDetails

რუსთავში 2 არასრულწლოვანი დაჭრეს

by თამარა ქავთარაძე
მარტი 14, 2026
0
“მეზობლებს ხშირად ესმოდათ კივილისა და ბავშვის ტირილის ხმა…” – დააკავეს ქალი, რომელმაც 6 წლის შვილს თავი მოკვეთა (უცხოეთი)
მთავარი

რუსთავში 2 არასრულწლოვანი დაჭრეს – ინფორმაციას ინფო რუსთავი ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევას წინ არასრულწლოვანებს შორის კამათი უძღოდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაპირისპირება 22-ე სკოლის ეზოს ტერიტორიაზე მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო...

დაწვრილებითDetails

ანტიდოპინგური წესების დარღვევისთვის სანქცირებულია ექვსი ქართველი რაგბისტი

by თამარა ქავთარაძე
მარტი 14, 2026
0
დღეს, ბორჯღალოსნები შვეიცარიის ნაკრებს დაუპირისპირდება
მთავარი

World Rugby-ისა და World Anti-Doping Agency-ის (WADA) ერთობლივი მასშტაბური გამოძიების შედეგად დადასტურდა, რომ საქართველოს კაცთა ეროვნული 15-კაცა ნაკრების ექვსმა მოთამაშემ და გუნდის მხარდაჭერის პერსონალის ერთმა წევრმა ანტიდოპინგის წესები დაარღვია. გამოძიება...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"