ჩინეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით კიდევ 71 ადამიანი დაიღუპა, საერთო ჯამში კი ქვეყანაში გარდაცლილთა რაოდენობამ 2 663-ს მიაღწია.
9-მდე გაიზარდა მსხვერპლის რაოდენობა სამხრეთ კორეაში, ინფიცირებული კი – 893 ია. 7 ადამიანი გარდაიცვალა იტალიაში, დავადებულთა რაოდენობა 231- ია. კორონავირუსით 12 ადამიანი დაიღუპა ირანში. მსოფლიო მასშტაბით კი, კორონავირუსმა ამ დროისთვის 2 701 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. 80 150 ინფიცირებულიდან გამოჯანმრელებულია 27 626 ადამიანი.
ამასთან, ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია მსოფლიოს შესაძლო პანდემიისთვის მზადყოფნას ურჩევს. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა თედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა. მისი თქმით, ვირუსთან ბრძოლის უნივერსალური მეთოდი ჯერჯერობით არ არსებობს.
30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს. საქართველოში ვირუსის გავრცელების შანსი მინიმალურია.
მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უხანის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონა? ამ ბმულზე ნახეთ.










