LIVE TV
სამშაბათი, იანვარი 27, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

ახალი წესი, რომელიც დღეიდან შევიდა ძალაში

დაპოსტა 2026/01/12-ში
91
ნახვა
გაზიარება

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის გაცვლისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების წინაპირობები, რომელიც მთავრობამ 30 დეკემბრის დადგენილებით დაამტკიცა, დღეიდან, 12 იანვრიდან უკვე ძალაშია.

დოკუმენტის მიხედვით, მხოლოდ ამ წინაპირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში იქნება შესაძლებელი სახელმწიფო ქონების გაცვლა ან პირდაპირი პრივატიზაცია. მათ შორის, მაგალითისთვის, სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვისთვის საჭირო იქნება ინვესტორისგან არანაკლებ 100 მლნ ლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელების პირობის დადება.

დღეიდან სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვისა და გაცვლის შემთხვევაში ახალი წესები ამოქმედდება

უფრო კონკრეტულად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება შესაძლებელია, განხორციელდეს შემდეგ შემთხვევებში:

  • საპრივატიზებო უძრავ ნივთზე არანაკლებ 100 მლნ ლარის (დამატებული ღირებულების გადასახადის გათვალისწინების გარეშე) ოდენობის ინვესტიციის განხორციელების პირობით;
  • თუ საპრივატიზებო უძრავი ნივთი წარმოადგენს დაინტერესებული პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის მომიჯნავე ქონებას, დაინტერესებული პირის საკუთრებაში არსებულ შესაბამის უძრავ ნივთზე განხორციელებულია არანაკლებ 100 მლნ ლარის ინვესტიცია/დანახარჯი, რომელიც დადასტურდება აუდიტორული ფირმის მიერ და საპრივატიზებო უძრავი ნივთის გამოყენება იგეგმება დაინტერესებული პირის საკუთრებაში არსებული ინფრასტრუქტურის განვითარების/გაფართოების მიზნით;
  • სახელმწიფოებრივი/საზოგადოებრივი ინტერესის არსებობის შემთხვევაში, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიაზე სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვიდან გამომდინარე, სახელმწიფოსათვის ან/და მუნიციპალიტეტისათვის ქონების საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის პირობით;
  • სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული/საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, ასევე სახელმწიფო უწყების/ მუნიციპალიტეტის მონაწილეობით, საქართველოს საერთო სასამართლოებში მიმდინარე დავის (იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება) ან საარბიტრაჟო დავის დასრულების მიზნით;
  • სახელმწიფო უწყების/მუნიციპალიტეტის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე. კერძოდ:

ა)სახელმწიფოებრივი/საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის განხორციელების მიზნით;

ბ) ფიზიკური პირების/ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების საცხოვრებლით უზრუნველყოფის/საცხოვრებელი/ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების, ასევე ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთათვის − დევნილთათვის და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახთათვის (ეკომიგრანტთათვის) უძრავი ნივთის საკუთრებაში გადაცემის მიზნით.

  • სახელმწიფო/ადგილობრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მიზნით, რომლებიც დაკავშირებულია ენერგეტიკული, წყალმომარაგების, საგზაო/სატრანსპორტო (მათ შორის, საბაგირო) ან ელექტრონულ საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურასთან;
  • იმ პირებზე, რომელთა მიერ განხორციელდა სახელმწიფოს სასარგებლოდ ქონების იძულებით დათმობა შესაბამისი ქონების პრივატიზების მიზნით;
  • საქართველოს მთავრობის დადგენილებებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში;
  • უძრავი ნივთის „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის პრივატიზებისას – ცნობისთვის ამ მუხლის თანახმად, სახელმწიფო ქონების შემძენი (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების პრივატიზების შემთხვევებისა) შეიძლება იყოს საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე, კერძო სამართლის იურიდიული პირი ან პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც სახელმწიფო ორგანოს ან მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია, სახელმწიფოს ან სხვა სუბიექტის მიერ დაფუძნებული ან სახელმწიფოსა და სხვა სუბიექტის მიერ ერთობლივად დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, საქართველოს ეროვნული ბანკი, ეროვნული მარეგულირებელი ორგანო, საზოგადოებრივი მაუწყებელი, ხოლო საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვისას − აგრეთვე საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესია.

რაც შეეხება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის გაცვლის წინაპირობებს, მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე, ეს შესაძლებელია, განხორციელდეს:

  • თუკი ქონების გაცვლის საჭიროება გათვალისწინებულია შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს მიერ დამტკიცებული ქალაქთმშენებლობითი გეგმით;
  • სახელმწიფო უწყების/მუნიციპალიტეტის/საჯარო სამართლის იურიდიული პირის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, სახელმწიფოებრივი/საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის განხორციელების მიზნით.

bpn.ge

გაზიარება36

დაკავშირებული -პოსტები

საქართველოდან უცხო ქვეყნის 87 მოქალაქე გააძევეს

იანვარი 27, 2026
10
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 87 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად,...

დაწვრილებითDetails

ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

იანვარი 27, 2026
412
მთავარი

27 იანვარს, ქართული მართლმადიდებელი ეკლესია მოციქულთა სწორის, ქართველთა განმანათლებლის – წმინდა ქალწულის, ნინოს ხსენების დღეს აღინიშნავს. წმინდა ნინოს დღეს ქართული მართლმადიდებლური ეკლესია წელიწადში ორჯერ აღნიშნავს: 1-ელ ივნისს – წმინდა ნინოს...

დაწვრილებითDetails

27 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

იანვარი 27, 2026
336
მთავარი

ვერძი   თუ გსურთ, რომ წარმატებას მიაღწიოთ პირად თუ სამსახურებრივ სფეროში, ნუ იწუწუნებთ, გახსოვდეთ, რომ პოზიტიური განწყობითა და თავდაჯერებულობით ყველაფერი გამოგივათ.   კურო   არის ალბათობა, მოშურნე კოლეგებმა თუ სხვებმა...

დაწვრილებითDetails

ხელვაჩაურში ქალის ცხედარი იპოვეს

იანვარი 27, 2026
797
მთავარი

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სალიბაურისა და სოფელ ჩელტას მიმდებარე ტერიტორიაზე, ქალის ცხედარი იპოვეს.   ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა „აჭარა თაიმსი“ ავრცელებს.   ადგილზე საგამოძიებო პროცედურები მიმდინარეობს.

დაწვრილებითDetails

27 იანვრის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

იანვარი 27, 2026
562
ამინდი

27 იანვარს,  სინოპტიკოსები საქართველოში ღრუბლიან და ნალექიან ამინდს ვარაუდობენ. ცალკეულ რაიონებში ქარია მოსალოდნელი. ყველაზე დაბალი ტემპერატურა, -6 გრადუსი, მესტიაში დაფიქსირდება. რაც შეეხება მოსალოდნელ ამინდს, ქალაქების მიხედვით, ის ასე გამოიყურება: სოხუმი...

დაწვრილებითDetails

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ინფორმაციას ავრცელებს

იანვარი 26, 2026
2.7k
მთავარი

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო მოქალაქეებისთვის ინფორმაციას ავრცელებს. „თუ შეერთებულ შტატებში ნებადართულ დროზე დიდი ხნით დარჩებით, შესაძლოა სამუდამოდ აგეკრძალოთ აშშ-ში მოგზაურობა. საკონსულო ოფიცრებს აქვთ სრული წვდომა თქვენს საიმიგრაციო ისტორიაზე და...

დაწვრილებითDetails

“აზიანებს თირკმელებს, გულ-სისხლძარღვთა სისტემას” – ერთ-ერთი ბრენდის ზეთში საშიში დარღვევა გამოვლინდა

იანვარი 26, 2026
1.1k
მთავარი

მცენარეული ზეთი ყოველდღიური მოხმარების სურსათია და მალფუჭებად და სარისკო პროდუქტების სიაში არ არის, მაგრამ არაჯანსაღ ცხიმებს ადამიანის ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება შეუძლია. აზერბაიჯანიდან შემოტანილ ზეითუნის ზეთში დარღვევები გამოვლინდა  დადგინდა 3-MCPD-ის...

დაწვრილებითDetails

27 იანვარს საქართველოში ნინოობა აღინიშნება

იანვარი 26, 2026
103
მთავარი

27 იანვარს, ქართული მართლმადიდებელი ეკლესია მოციქულთა სწორის, ქართველთა განმანათლებლის - წმინდა ქალწულის, ნინოს ხსენების დღეს აღინიშნავს. წმინდა ნინოს დღეს ქართული მართლმადიდებლური ეკლესია წელიწადში ორჯერ აღნიშნავს: 1-ელ ივნისს - წმინდა ნინოს...

დაწვრილებითDetails

რეგულაცია, რომელიც დღეიდან ამოქმედდა

იანვარი 26, 2026
568
მთავარი

ექთნებისა და მეან-ექთნებისთვის სახელმწიფო რეესტრი შექმნა. შედეგად, ექთნებს რეესტრში ავტორიზაციის გავლა მოუწევთ. რეესტრის წარმოების წესი უკვე დამტკიცებულია, ცვლილებები დღეიდან ამოქმედდა. „ექთნებისა და მეან-ექთნების რეესტრის წარმოება სახელმწიფო სერტიფიკატის/რეგისტრაციის მოწმობის გაცემის, მისი...

დაწვრილებითDetails

ცნობილია სუს-ის თანამშრომლის ვინაობა, რომელიც გარდაცვლილი იპოვეს

იანვარი 26, 2026
400
მთავარი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ანტიკორუფციული სააგენტოს უფროსი ინსპექტორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, მორიგ განცხადებას ავრცელებს. ირკვევა, რომ გარდაცვლილია 52 წლის სიმონ წაქაძე, რომელიც უწყებაში 10 წლის განმავლობაში მუშაობდა. კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი თანამშრომლის,...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».