LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
როგორ უნდა მომართოთ მარტის თვის დადებითი ენერგიები თქვენს სასიკეთოდ

ახალი შესაძლებლობები, გარდაუვალი ცვლილებები და წარმატების მიღწევის დიდი შანსი – როგორი იქნება 9-14 სექტემბრის კვირა

დაპოსტა 2025/09/09-ში
A A
128
ნახვა
გაზიარება

ყოველი ახალი დღე შანსია, შევცვალოთ ჩვენი ცხოვრება უკეთესობისკენ და დავიწყოთ იმ მიზნებისა და ოცნებების განხორციელება, რომლებზეც დიდი ხანია, ვფიქრობთ. საინტერესოა, რას უმზადებს 2025 წლის შემოდგომის მეორე კვირა ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს. 8-14 სექტემბრის პროგნოზს ვრცლად შეგიძლიათ, ქვემოთ გაეცნოთ:

ვერძი

ამ კვირაში იგრძნობთ, თითქოს რაღაც მნიშვნელოვანი ეტაპის ზღურბლზე დგახართ. ძველი ცხოვრება თავისი შეზღუდვებითა და ნაცნობი ჩარჩოებით თანდათან უკან იხევს და ახალ გამოცდილებას გაძლევთ. გაგიჩნდებათ სურვილი, განაახლოთ არა მხოლოდ გეგმები, არამედ იფიქროთ იმ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომლებიც ოცნებების ასრულებამდე მიგიყვანთ. საბოლოოდ გააანალიზებთ, რომ ბოლო წლებში ბევრი რამ განსაკუთრებით მოძველდა და ცხოვრება განახლებული ხედვით უნდა განაგრძოთ. მნიშვნელოვანი ტრანსფორმაციის წინაშე ხართ და ცვლილებებს ვეღარ გადაავადებთ. თუმცა, თქვენი მთავარი ამოცანაა, იმპულსური გადაწყვეტილებები არ მიიღოთ და მოვლენებს ნაბიჯ-ნაბიჯ, გააზრებულად მიჰყვეთ.

კურო

ეს კვირა ზედმეტი ვალდებულებებისაგან, ზედმეტი პასუხისმგებლობებისა და მოძველებული კავშირებისაგან გათავისუფლების კვირა იქნება, რაც საბოლოოდ დიდ თავისუფლებას მოგანიჭებთ. თქვენ გარშემო არსებული სოციალური წრის გადახედვითა და ძველ საქმეებზე უარის თქმით, თითქოს, ახალი ეტაპისთვის ემზადებით, სადაც წარსულის მძიმე ტვირთისთვის ადგილი აღარ იქნება. მაგრამ, ნუ იჩქარებთ – ეს პროცესი დროთა განმავლობაში უნდა განხორციელდეს და არა ერთ დღეში. იმის გამო, რომ თქვენ სტაბილურობას ხართ მიჩვეული, თავიდან შესაძლოა, ცვლილებების მიღება გაგიჭირდეთ. მაგრამ, მალე სიმსუბუქეს იგრძნობთ, რადგანაც მიხვდებით, რომ ახლა იმ ცხოვრებით, იმ მიდგომებით ცხოვრობთ, როგორიც თავად გსურთ.

ტყუპები

ამ კვირაში იგრძნობთ, რამდენად მნიშვნელოვანია ბალანსის შენარჩუნება გუნდის წევრების სურვილებსა და საკუთარ მისწრაფებებს შორის. ბოლო თვეების განმავლობაში სხვების ყურადღება თქვენზეა მიპყრობილი და ეს სასიამოვნოა, მაგრამ ამავდროულად, დამღლელი. მოგიწევთ, კიდევ ერთხელ გააანალიზოთ, რომ ყოველთვის სხვების მოლოდინებს ვერ დააკმაყოფილებთ და ასევე, ყოველთვის ვერც მხოლოდ საკუთარ საჭიროებებზე იქნებით ორიენტირებული. მნიშვნელოვანია გახსოვდეთ: საყვარელი ადამიანების მხარდაჭერა და ყურადღება რესურსია და არა შეზღუდვა.

 

კირჩხიბი

ეს კვირა ზოდიაქოს აღნიშნული ნიშნის წარმომადგენლებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება. თქვენ აღმოჩნდებით სიტუაციაში, სადაც წარსული ძალისხმევის ნაყოფი სრულად გამოჩნდება. თუმცა, წარმატებასთან ერთად, შეცდომებსაც ნახავთ, რაც სხვადასხვა დროს დაუშვით. წარმატების მიღება და საკუთარი თავისადმი მადლიერების გამოხატვა მნიშვნელოვანია. ამავდროულად, მნიშვნელოვანია, შეცდომები გააანალიზოთ და გამოცდილებად აქციოთ. გარდა ამისა, მიმდინარე კვირის განმავლობაში გაქვთ შანსი, თქვენი შესაძლებლობები სრულად წარმოაჩინოთ, მიიღოთ ახალი საქმიანი შეთავაზებები და საზოგადოების წინაშე ბევრად თავდაჯერებულად წარდგეთ.

ლომი

ეს კვირა იქნება მზადების ეტაპი იმ მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვის, რომლებიც მომდევნო პერიოდში გელოდებათ. თითქოს, რეპეტიციას გადიხართ. ყველაფერი, რასაც ახლა ისწავლით, განავითარებთ, წამოიწყებთ, მომავალში განსაკუთრებით გამოგადგებათ. ამიტომ, შანსს ხელიდან ნუ გაუშვებთ. თუ ჰორიზონტის გაფართოება გსურთ, სხვადასხვა უნარისა და შესაძლებლობის განვითარებაზე იფიქრეთ. მიეცით საკუთარ თავს უფლება, ყველაზე ამბიციურ გეგმებსაც კი შეეჭიდოთ და განხორციელებისათვის რეალური ნაბიჯები გადადგათ.

ქალწული

კვირის განმავლობაში შეიძლება იგრძნოთ, რომ გარე მხარდაჭერა სუსტდება და მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დაეყრდნოთ. შესაძლოა, იფიქროთ, რომ მარტო ხართ, თქვენი იდეებისა და შესაძლებლობების სხვა ადამიანებს არ სჯერათ, მაგრამ ეს ეტაპი დაგეხმარებათ, რომ ბევრად თავდაჯერებული გახდეთ, თავად ირწმუნოთ საკუთარი შესაძლებლობების, იგრძნოთ თავისუფლება და გააკეთოთ ის, რაც ყველაზე მეტად გსურთ. დაბრკოლებები სასჯელად არ უნდა აღიქვათ. ეს ცხოვრებაში უფრო სტაბილური პოზიციის ჩამოყალიბების შესაძლებლობას გაძლევთ.

სასწორი

პირად ურთიერთობებში შესაძლოა, გარკვეული სირთულეები შეგხვდეთ. ზოგიერთ კავშირში ბზარები გაჩნდება, ზოგს კი ურთიერთობის საზღვრებისა და პირობების გადახედვა დასჭირდება. ეს დასასრული არ არის. არსებული პრობლემების გაანალიზება დაგეხმარებათ, თქვენი ურთიერთობა ბევრად ცხადი გახადოთ და იმუშაოთ იმ უთანხმოებების მოგვარებაზე, რომლებიც ხელს გიშლით. გარდა ამისა, თქვენს კარიერას, მიზნებსა და გრძელვადიან პროექტებს უფრო ფართოდ უნდა შეხედოთ. ეს ყველაფერი იმით არის განპირობებული, რომ თანდათან აღწევთ იმ ეტაპს, როდესაც ზუსტად უნდა განსაზღვროთ, რა გსურთ რეალურად.

მორიელი

ამ კვირაში ყველაზე მნიშვნელოვანია, საკუთარ თავზე იზრუნოთ და პარალელურად, არსებულ საქმეებზეც იმუშაოთ. კვირის განმავლობაში შესაძლოა, სამუშაო დატვირთვა გადაჭარბებულად მოგეჩვენოთ, მაგრამ არ დანებდეთ. ახლა საფუძველს უყრით იმ ეტაპს, რომელიც სამომავლოდ დიდ წარმატებამდე მიგიყვანთ. იმისათვის, რომ ემოციური ,,გადაწვა“ თავიდან აირიდოთ, შეეცადეთ, ხშირად დაისვენოთ, განიტვირთოთ და გააკეთოთ ის, რაც სიამოვნებას მოგანიჭებთ. ახლა მნიშვნელოვანია, აქცენტი ხარისხზე გააკეთოთ და არა სიჩქარეზე.

მშვილდოსანი

თქვენი ოპტიმიზმი და ენერგია ამ კვირის განმავლობაში მოგცემთ შესაძლებლობას, გაუმკლავდეთ იმ გამოწვევებსაც კი, რომლებიც ადრე განსაკუთრებით რთულად გეჩვენებოდათ. მთავარია, ახალი დავალებებისა და პასუხისმგებლობების აღების არ შეგეშინდეთ. მიმდინარე კვირა ყველა შანსს გიხსნით, რომ საკუთარი შესაძლებლობები ახალი მიმართულებით სცადოთ. ასევე, თქვენი ინტერესების სურვილების საბოლოოდ გარკვევა დაგეხმარებათ, სამომავლო ნაბიჯები ბევრად უფრო გააზრებულად დაგეგმოთ.

თხის რქა

ამ კვირაში თქვენთვის მთავარი სახლთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები იქნება. შესაძლოა, გარემოს შეცვლა, რემონტი გადაწყვიტოთ. ან საყვარელ ადამიანებს დასჭირდეთ თქვენი დახმარება. ეცადეთ, არ გადადოთ ის, რაც დიდი ხანია, თქვენი მხრიდან ყურადღებას მოითხოვს. ახლა ჩადებული მცირე ძალისხმევა გრძელვადიან შედეგებს მოგიტანთ და სამომავლოდ განსაკუთრებით დაგეხმარებათ. გარდა ამისა, ეს კვირა ოჯახური კავშირების განმტკიცებისათვის და გაძლიერებისათვის შესანიშნავი პერიოდია.

მერწყული

ეს კვირა ყოველდღიურ ცხოვრებაში ცვლილებებით იქნება სავსე. შესაძლოა, ახალი ამოცანები, ახალი პასუხისმგებლობები შეგხვდეთ, ჩვეული რუტინის შეცვლის აუცილებლობა იგრძნოთ. თავიდან შეიძლება, ეს დეზორიენტაციას გიქმნიდეთ, მაგრამ ცხოვრების განახლებული ეტაპის დაწყებასა და მნიშვნელოვანი გამოცდილების მიღებაში დაგეხმარებათ. მნიშვნელოვანია, ცვლილებები აღიქვათ არა როგორც ქაოსი, არამედ როგორც სტიმული განვითარებისთვის.

თევზები

მიმდინარე კვირაში მოგიწევთ, ყურადღება ფინანსურ რესურსებზე გაამახვილოთ. ეს ეტაპი დაგეხმარებათ, საბოლოოდ გააანალიზოთ, რა არის რეალურად მნიშვნელოვანი და რა ქმნის მხოლოდ საჭიროების ილუზიას. მოგიწევთ, ფინანსების გადანაწილებაზე კარგად დაფიქრდეთ და დამატებითი პროექტების მიღების შესაძლებლობაც განიხილოთ. რეალურ სურვილებზე კონცენტრირდით და საკუთარ შინაგან ხმას მოუსმინეთ. ის აუცილებლად მიგიყვანთ იმ გადაწყვეტილებამდე, რაც სამომავლოდ დიდ წარმატებას მოგიტანთ.

გაზიარება51

დაკავშირებული -პოსტები

“ჯუანშერ ბურჭულაძის დამნაშავედ გამოყვანა პოლიტიკურ წრეებში აწყობს ყველას”- ადვოკატი

by მეგა TV
სექტემბერი 13, 2025
0
“ჯუანშერ ბურჭულაძის დამნაშავედ გამოყვანა პოლიტიკურ წრეებში აწყობს ყველას”- ადვოკატი
მთავარი

სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ბრალდებული თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე მისთვის წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს მისმა ადვოკატმა დიმიტრი ხაჩიძემ განუცხადა, ბურჭულაძე მისთვის...

დაწვრილებითDetails

საქართველოს საპენსიო ფონდი განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
სექტემბერი 13, 2025
0
საქართველოს საპენსიო ფონდი განცხადებას ავრცელებს
მთავარი

საქართველოს საპენსიო ფონდის ინფორმაციით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 667 ათასი ადამიანია. 2025 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 22,843-მა პირმა, მათზე პენსიის სახით გაიცა 100.3 მლნ...

დაწვრილებითDetails

გურჯაანში ავარიას 19 წლის ბიჭი ემსხვერპლა

by მეგა TV
სექტემბერი 13, 2025
0
გურჯაანში ავარიას 19 წლის ბიჭი ემსხვერპლა
მთავარი

გურ­ჯა­ან­ში ავა­რი­ას 19 წლის გი­ორ­გი არ­სე­ნიშ­ვი­ლი ემსხვერ­პლა. შემ­თხვე­ვა  სო­ფელ კაჭ­რეთ­ში მოხ­და. თვითმხილ­ვე­ლე­ბის თქმით, მა­ღა­ლი სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ვი ავ­ტო­მო­ბი­ლის მძღოლ­მა საჭე ვერ და­ი­მორ­ჩი­ლა მო­ცურ­და და ამობ­რუნ­და.  შე­დე­გად მძი­მედ და­შავ­და ახალ­გაზ­რდა, რო­მე­ლიც ავ­ტო­მო­ბილს...

დაწვრილებითDetails

“გუშინ ავარიით დათუჩა დავკარგეთ, მასთან ერთად იყო ლუკაც რომელსაც საზოგადოების დახმარება სჭირდება”

by მეგა TV
სექტემბერი 13, 2025
0
“გუშინ ავარიით დათუჩა დავკარგეთ, მასთან ერთად იყო ლუკაც რომელსაც საზოგადოების დახმარება სჭირდება”
მთავარი

ქუთაისში მომხდარ ავარიას ერთი არასრულწლოვნის სიცოცხლე ემსხვერპლა. მასთან ერთად იყო ლუკაც, რომელსაც სასწრაფოდ ესაჭიროება სისხლი. ქუთაისის დიაგნოსტიკური სავაადმყოფო გუშინ ავარიით დათუჩა დავკარგეთ მასთან ერთად იყო ლუკაც რომლისთვისაც სასწრაფოდ გვჭირდება სისხლი...

დაწვრილებითDetails

ავარიას 1 ადამიანი ემსხვერპლა – დაშავებული არიან დედა და ჩვილი

by მეგა TV
სექტემბერი 13, 2025
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

ბათუმი-ახალციხის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ავარიის შედეგად გარდაიცვალა ერთი ადამიანი, ხოლო დაშავდა ორი - დედა და 1 წლამდე ბავშვი. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

დაწვრილებითDetails

13 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
სექტემბერი 13, 2025
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი შესაძლოა, სწორედ დღეს მოიძიოთ თქვენთვის სასურველი ინფორმაცია უძრავ ქონებასთან დაკავშირებით. ოჯახი თქვენი მთავარი საყრდენი და ძირითადი ძალაა. წინ უქმეებია და აუცილებლად დაგეგმეთ დასვენება. კურო კარგი იქნება, თუ თქვენს სურვილებსა...

დაწვრილებითDetails

” სასოფლო დასახლებებს 5 მილიონზე მეტი მოხმარდა, ამიტომ ეს დაპირებაც შესრულდა” – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2025
0
თავისუფალი მედია და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა ის მნიშვნელოვანი მონაპოვარია, რასაც ყოველთვის დავიცავთ და გავუფრთხილდებით – ირაკლი კობახიძე
მთავარი

ხაბეიშვილს აძლევდნენ ჯერ 3000, შემდეგ 5000 ლარს თვეში და დაავალეს დანაშაულის ჩადენა, ჩაადენინეს დანაშაული და გაწირეს ციხისთვის - ასეთია აგენტის ხვედრი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით,...

დაწვრილებითDetails

“სასოწარკვეთილია ოპოზიცია და შეიძლება ნებისმიერი ტიპის პროვოკაციაზე დაიწყონ ფიქრი”- კობახიძე

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2025
0
პრეზიდენტ ტრამპს გაცხადებული აქვს „დიფ სთეითის“ დამარცხების ამბიციური გეგმა და გვინდა, წარმატებები ვუსურვოთ – პრემიერი
მთავარი

ძალიან მძიმე ფაქტია, რომ კონკრეტული ეჭვმიტანილი, ამ საქმის ფიგურანტი, საუბრობს უკრაინის სპეცსამსახურებზე, - ასე ეხმაურება პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სუს-ში გამართულ ბრიფინგს, სადაც უწყებამ საქართველოში უკრაინიდან შემოსულ ასაფეთქებელ ნივთიერებასთან დაკავშირებულ ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ახალი...

დაწვრილებითDetails

ფინანსური წარმატება ელით ზოდიაქოს 3 ნიშანს შემოდგომაზე

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2025
0
ზოდიაქოს 4 ყველაზე ქარიზმატული ნიშანი
მთავარი

კირჩხიბი კირჩხიბებს იუპიტერი ხელსაყრელ პოზიციაში ჰყავთ, რაც უზარმაზარ ენერგიასა და წარმატების პოტენციალს აძლევს. ეს ნიშნავს, რომ შემოდგომა შეიძლება იქცეს წლის ყველაზე ბარაქიან პერიოდად. მიეცით საკუთარ თავს საშუალება, გადადგათ რისკიანი ნაბიჯები:...

დაწვრილებითDetails

სტიქია კახეთში – თელავი ორჯერ ძლიერად დაისეტყვა

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2025
0
სტიქია კახეთში – თელავი ორჯერ ძლიერად დაისეტყვა
მთავარი

ორი დღის განმავლობაში თელავში ძლიერი სეტყვა მეორედ მოვიდა. სეტყვა, წვიმა და ქარი  დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში გაგრძელდა. რა ზიანი მოიტანა უამინდობამ, ინფორმაცია ამის შესახებ,  ჯერჯერობით ცნობილი არ არის. სტიქია იყო...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"