საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალური ქსელის პირად გვერდზე წერს, რომ ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობის მსგავსად პოსტ-კოვიდური მდგომარეობაც უნდა აღირიცხოს და აისახოს სტატისტიკურ მონაცემებში.
“✅პოსტ-კოვიდი უნდა იქნას “აღრიცხული” ისევ როგორც კოვიდ ინფიცირებულები და კოვიდ გარდაცვლილები!
✅ჩვენ შევედით გლობალურ პოსტკოვიდურ ეპოკაში. სიმართლე უნდა ითქვას და დრო მოვიდა რომ ვაღიაროთ რომ პოსტკოვიდური მდგომარეობა არის ჯანდაცვის სფეროს ახალი უმძიმესი გამოწვევა.
✅დღესდღეობით ერთადერთი გზა რომ შევაჩეროთ პოსტკოვიდური ეპიდემია ეს არის ფაიზერით ვაქცინაცია მოსახლეობის 90% და სამედიცინო პირბადის გამოყენება! სხვა ალტერნატივა არ არსებობს” – წერს ფხაკაძე და ჟურნალ “საიენსის” მასალას აქვეყნებს.