“ახალი სკანდალური დეტალები თამარ ბაჩალიაშვილის სიკვდილის საქმეში – აღმოჩენილია ანონიმური წერილი, სადაც წერია, რომ შესაძლოა, 23 წლის პროგრამისტის მკვლელობა კრიპტოვალუტებთან და ე.წ. ქოლ ცენტრებთან იყოს დაკავშირებული.
ირკვევა, რომ წერილი დაუდგენელმა ადამიანმა ბაჩალიაშვილის სახლთან მდებარე მაღაზიაში დატოვა და ის “პირველებს” გარდაცვლილი გოგონას ოჯახმა გადასცა.
წერილში სქემაა აღწერილი, ვის და რის გამო შეიძლება მოეკლა აიტი ტექნოლოგიების ახალგაზრდა სპეციალისტი. “ტვ პირველი” წერილში ნახსენები მაღალჩინოსნების ვინაობას განგებ არ ასახელებს.
ოჯახის უფლებადამცველი, მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ წერილში პოლიციელის გვარი ფიგირირებს.
ამ პოლიციელის გვარი თავიდანვე ფიგურირებდა საქმეში. ამ წერილით დგინდება ის, რაზეც ჩვენ თავიდანვე ვსაუბრობდით. ეს ბავშვი, თამარ ბაჩალიაშვილი, იყო გარკვეულ ჯგუფთან თანამშრომლობის შედეგის მსხვერპლი. ეს არის დაკავშირებული, როგორც ფინანსებთან, ასევე გარკვეულ ინფორმაციასთან, რომელსაც ეს ბავშვი ფლობდა”- აცხადებს ადვოკატი.
თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს დაიკარგა. 4-დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივლისს, მისი ცხედარი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევანის ტერიტორიაზე ნახეს.
საქართველოს პროკურატურაში თამარ ბაჩალიაშვილის საქმე უკვე დაიხურა. შოთაძის უწყების განმარტებით, ახალგაზრრდა ქალმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. ოჯახი ამ ვერსიას თავიდანვე გამორიცხა.”
წყარო: tvpirveli.ge









