Garage48, იმფაქთ ჰაბ თბილისთან და ესტონეთის განვითარების სააგენტოსთან ერთად მეწარმეობით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ქუთაისში, 28 ოქტომბერს ჰაკათონზე იწვევს.
“ველოდებით პროგრამისტებს, UX/UI დიზაინერებს, მარკეტერებს, პროექტის მენეჯერებს და ყველა იმ ადამიანს, ვისაც მეწარმეობა აინტერესებს. ღონისძიებაზე მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც სტუდენტებს, ასევე დასაქმებულ პროფესიონალებს.
Ჩვენი მიზანია, ახალგაზრდებში სამეწარმეო საქმიანობის სწავლება/წახალისება და იმ შესაძლებლობების გაზიარება, რასაც სტარტაპ ეკოსისტემა სთავაზობს ახალგაზრდებს. მიიღებთ ინსპირაციას, შეხვდებით მომავალ თანამოაზრეებს, ისაუბრებთ თქვენი იდეების შესახებ და მიიღებთ მნიშვნელოვან კონსულტაციას საერთაშორისო მენტორებისგან.
ეს ღონისძიება იქნება მხოლოდ დასაწყისი! 2019 წლის 6-8 დეკემბრს, გიწვევთ ჰაკათონზე, თბილისში, სადაც დაგეხმარებით პროტოტიპების შექმნაში. 2020 წლის თებერვალში კი საუკეთესო გუნდებს ექნებათ შესაძლებლობა ჩაერთონ სტარტაპ ბანაკში, მოგვიანებით კი მონაწილეობა მიიღონ Startup Wise Guys ონლაინ აქსელერატორში.
Აუცილებლად Შემოგვიერთდი Garage48-ის ახალგაზრდების გაძლიერების ჰაკათონზე ქუთაისში და გადადგი ერთი ნაბიჯი წინ, შენი იდეის განსავითარებლად.” – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
დაინტერესებულ პირებს რიგსტაციის გავლა შეუძლიათ ბმულზე https://forms.gle/g4nrDEEb9YhG5HGq7
ღონისძიება ინგლისურ ენაზე გაიმართება და დასწრება უფასოა.
ღონისძიების ორგანიზატორია ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.