რუსთავში, მეგობრობის გამზირზე, ქვეითთა გადასასვლელზე, ახალგაზრდა ქალს და ეტლში მჯდომ მცირეწლოვანს მოტოციკლეტი დაეჯახა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა.
წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია ქალი და ასევე მცირეწლოვანი. არსებული ინფორმაციით, დაშავებული ქალი ბავშვის ნათლიაა.
ორივე ქალაქის ცენტრალურ საავაადმყოფოში გადაიყვანეს, ჰოსპიტალიზაციისას ორივე კონტაქტური იყო. შსს-ს ინფორმაციით ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლითაა დაწყებული.