რუსთავში, მე-8 მიკრორაიონში მე-9 სართულიდან ახალგაზრდა ქალი გადმოვარდა. ინფორმაციას „ინფო რუსთავი“ ავრცელებს.
თვითმხილველების თქმით, ახალგაზრდა ფანჯრიდან გადმოვარდნის შემდეგ ჯერ მეორე სართულის სარეცხის თოკებს დაეცა და შემდეგ მიწაზე დავარდა.
ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს ის გარდაცვლილი დახვდა.
ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული.










