ფიზიკური დაპირისპირება მოხდა გვიან ღამით ვარკეთილის მეტროში. ირკვევა, რომ ახლგაზრდა კაცს 15-მდე ადამიანი თავს მაშინ დაესხა, როცა ის მეტრო სადგურიდან გამოდიოდა.
კაცი ნასვამ მდგომარეობაში იყო, თუმცა რა გახდა ახალგაზრდებს შორის ანგარიშწორების მიზეზი უცნობია.
“დამესივნენ ერთი 20 კაცი, აზრზე არ ვარ ვინები არიან, ვიღაცეები დამესივნენ და დამცხეს, მუშტები, წიხლები”, – ამბობდა დაზარალებული.
შემთხვევის ადგილზე მუშაობდნენ სამართალდამცველებიც, მაგრამ ინციდენტში მონაწილე პირები არც იდენტიფიცირებული და არც დაკავებულები არიან.
Mtavari.tv