მსოფლიოს მოსახლეობის უმეტესობა ვაქცინაციის პროგრამაში თავის რიგს მოუთმენლად ელოდება, თუმცა, იტალიაში, ტოსკანაში მცხოვრებმა ახალგაზრდა ქალს 6 ადამიანისთვის განკუთვნილი დოზა ერთ ჯერზე გაუკეთეს.
23 წლის იტალიელ გოგოს ვაქცინის გაკეთება უწევდა იმიტომ, რომ ის ნოას ჰოსპიტალის ფსქილოგიის დეპარტამენტში ინტერნი იყო. მისთვის ჩვეულებრივ ერთი დოზა უნდა გაეკეთებინათ, თუმცა, ექიმმა ვაქცინის მთლიანი ფლაკონი ერთ შპრიცში მოათავსა. ფლაკონი ჯამში ექვს დოზას შეიცავდა, რომელიც ჩვეულებისამებრ სხვადასხვა, განცალკევებულ ფლაკონებში უნდა გახსნილიყო და გადანაწილებულიყო.
ჯანდაცვის მუშაკმა ჩათვალა, რომ ზემოთ აღწერილი პროცესი უკვე მომხდარი იყო და თავისი შეცდომა პაციენტის მკლავში ინექციის შემდეგ გააცნობიერა. სწორედ ამ დროს დაინახა ხუთი დაცარიელებული შპრიცი დარჩენილი ხუთი დოზისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ გოგო თავს ჯანმრთელად გრძნობდა, ის მონიტორინგისთვის ჰოსპიტალის გადაუდებელი დახმარების კაბინეტში თავის დაზღვევის მიზნით დატოვეს. მას სითხეები და ანთების საწინააღმდეგო წამლები მისცეს.
პაციენტს არ აღენიშნებოდა სიცხე და არანაირი ტკივილი არ ჰქონია, ტკიოდა მხოლოდ ნემსის ჩხვლეტის ადგილი. ის ოდნავ შეშინებული იყო, ამიტომ მისი დილამდე დატოვება ვამჯობინეთ, – ამბობს CBS-თან ექიმი ანტონელა ვიცენტი.