ერთიანი ნაციონალურ მოძრაობაში არ გამორიცხავენ რომ მმართველი პარტიის სხვადასხვა კლანებში გარკვეული დაპირისპირება არსებობდეს.
“ქართულ ოცნებაში ბუნებრივია არსებობენ კლანები და ამ კლანების ომი მიმდინარეობს. მით უფრო ახლა, როდესაც ქვეყანაში სერიოზული სოციალურ-ეკონომიკური კრიზისია და გამოსავალი არ ჩანს.
ბუნებრივია საჭიროა ის ადამიანი, ვისაც დაბრალდება ყველაფერი, სწორედ აქედან გამომდინარეობს ის დაპირისპირება, რომელსაც ჩვენ ვხედავთ მმართველ პარტიაში” – განცხადა ლევან ბეჟაშვილმა.როგორც “ნიუპოსტისთვის” ცნობილი ხდება, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომებს ბოიკოტს იმ დღიდან უცხადებს, რაც პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე დაინიშნა.
ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, პარტიაში უმწვავესი შიდა დაპირისპირებაა. მხარეები კი რამდენიმე კლანებად არიან დაყფილები. ყველაზე თვალსაჩინო მაინც გახარი-კობახიძის დაპირისპირებაა.
წყარო მმართვალი პარტიიდან ჰყვება, რომ პარლამენტის გადაყენებული თავმჯდომარე პრემიერ-მინისტრის მოშორებას აქტიურად ცდილობს.
პირველი აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი დადგა დრო, გეგმების შედგენას თავი დაანებოთ და დაიწყოთ ცხოვრებაში დაგროვილი ცოდნის პრაქტიკული გამოყენება. მოქმედების დროა, აიღეთ ინიციატივა და წინ! ყველა გზა პირველი ნაბიჯით იწყება. კურო შესაძლოა,...










