აჭარის პოლიციამ პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტებზე 3 პირი დააკავა.
გამოძიების ინფორმაციით, ჩინეთის და ტაილანდის მოქალაქეები პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს ხელს უწყობდნენ, მასაჟის სალონებში ფართებს თანხის სანაცვლოდ გადასცემდნენ, ეხმარებოდნენ კლიენტების მოძიებაში, ქალები კი მათ აღებულ ფულს უყოფდნენ.
დანაშაულები 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.